LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ არის სკოლები მომზადებული პანდემიისთვის და რამდენად დაცულები არიან თქვენი შვილები

136
სკოლა(1)

განათლების სამინისტრო ბოლო მონაცემებს აქვეყნებს, რამდენი სკოლაა დისტანციურ სწავლებაზე და რამდენი ჩვეულ რეჟიმში სწავლებას განაგრძობს.

როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი იმყოფება. სამინისტროს ცნობით, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 125-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

რა შემთხვევაში დავტოვოთ ბავშვი ონლაინ სწავლებაზე - კულუმბეგოვი მშობლებს რჩევით მიმართავს

"ბავშვი შეიძლება იყოს აცრილიც, შეიძლება იყოს სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ ოჯახი იყოს მრავალსულიანი, სადაც არიან ასაკოვანი ადამიანები, ასეთ ოჯახებსაც, მე როგორც ექიმი, ონლაინსწავლებაზე გადასვლას ვურჩევდი", - განაცხადა კულუმბეგოვმა. 

„ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში ვირუსის მართვაზე კონტროლი მაქსიმალურად მკაცრად მიმდინარეობს. შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად სკოლები ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 2,7%-ს და მოსწავლეების 0,9%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ცნობით, ვირუსის თავიდან ასაცილებლად სკოლები სრულად უზრუნველყოფილია როგორც შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, ასევე პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით.

„ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. პარალელურად, მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში სკოლების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება“, – აცხადებენ სამინისტროში.

magti 5g