LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 პირობას – კანდიდატის სტატუსმეტრი, რომელიც 8 NGO-მ მოამზადა

146
Untitled design (5)

„მოცემულ ეტაპზე, სრულად არის შესრულებული ევროკომისიის ერთი პირობა, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა და შესასრულებელია ხუთი პირობა“, – 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ ევროკავშირის 12 პირობის შესრულების მდგომარეობის შესახებ შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი მოამზადა.

დოკუმენტი „ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით მომზადდა და ის საქართველოს ხელისუფლების მიერ 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს.

სტატუსმეტრი ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების მოლოდინებს აერთიანებს. თითოეული პირობის ირგვლივ ამჟამად არსებული მდგომარეობის აღწერასთან ერთად, დოკუმენტი დარჩენილი გამოწვევებისა და პრობლემების ჩამონათვალსაც გვთავაზობს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები