LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როგორ ბედავთ! მეგონა ბავშვს ავცრიდი ვაქსიგრიპით აღმოჩნდა, რომ ც ვიტამინს აკეთებთ, გაავრცელეთ…”

2321
გოგელიააა

გოგელიას კლინიკაში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ფასიანი ვაქცინის მაგივრად, C ვიტამინი გაუკეთეს. ინფორმაცია თავდაპირველად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

მოგვიანებით, ფაქტის შესახებ დაიწერა სოციალურ ქსელშიც.

პოსტის ავტორი სოფო ხატიაშვილი ფოტოებსაც ავრცელებს.

“Gogelia’s Clinic როგორ ბედავთ !!!!! უნამუსოებო ადგილზე მისულს რომ მეგონა ბავშვს ავცრიდი ვაქსიგრიპით აღმოჩნდა რომ ც ვიტამინს აკეთებთ… დასახურები ხართ… ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ხვალვე შეუჩერეთ ლიცენზია კლინიკას!!! გაავრცელეთ”,- წერს სოფო ხატიაშვილი.

„ფორტუნას“ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, რომ ექიმს, რომელმაც იმუნიზაცია ჩაატარა, აცრის ჩატარების სერტიფიკატი არ აქვს.

იხილეთ ვრცლად –რეგულირების სააგენტო: გოგელიას კლინიკას იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და არც შესაბამისი სერტიფიკატი გააჩნია

 

mazda magti 5g