LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ცდილობენ ქართველები ავღანეთიდან დაბრუნებას: “ვინც აქ მოხვდება, უკვე ავტომატურად იმის ნიშანია, რომ მოვდივართ სახლში”

151
ავგანეტ

ავღანეთში მყოფი საქართველოს 23 მოქალაქე ამ დრომდე ავღანეთის ტერიტორიაზე რჩება.

ისინი ჯერჯერობით სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ერთ- ერთ მათგანმა, ზაურ ჯაყელიძემ „რუსთავი 2“ -თან საუბრისას განაცხადა, რომ  ნატო-ს სპეციალურ ბაზაზე იმყოფება, სადაც ამ დროისთვის სიმშვიდეა.

ზაურ ჯაყელიძე „რუსთავი 2“-ს უყვება, როგორ ემზადებიან ადამიანები ევაკუაციისთვის, როგორ ეხმარებიან მათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები იმისთვის, რომ ჯერ პირველ ეტაპზე მოხდეს მათი დოკუმენტების წესრიგში მოყვანა და შემდეგ უკვე უსაფრთხო სამხედრო ვერტმფრენების დახმარებით დატოვონ ტერიტორია.

როგორც ზაურ ჯაყელიძე ყვება, ეს პროცედურა საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ასევე აღნიშნავს, რომ ამ ბაზაზე მოხვედრა უკვე ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ადამიანები რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ სამხედრო ვერტმფრენებში უსაფრთხოდ ჩასხდებიან და ასევე, უსაფრთხოდ დატოვებენ ავღანეთის ტერიტორიას.

“ამ ბაზაზე მომხვედრი პირები, ვინც კი მოხვდება, ეს უკვე ავტომატურად იმის ნიშანია, რომ ჩვენ უკვე მარტივად ფეხით დაახლოებით 20-30 მეტრის მანძილის გავლა მოგვიწევს, შევდივართ ამ შენობაში, გავდივართ რეგისტრაციას და ვჯდებით პირდაპირ ვერტმფრენში.

უახლოეს ბაზაზე გადავაადგილდებით, ეს იქნება შეიძლება ყატარი, ქუვეითი ან ერაყი თუნდაც, სადაც მოხდება უსაფრთხოება და ამის შემდეგ უკვე ჩვენი კომპანიები გვყიდულობენ ჩვენ ბილეთებს და მოვდივართ მშვიდობიანად სახლში.

იქიდან გამომდინარე, რომ საელჩოს წარმომადგენლებს უკეთებენ პირველ რიგში ევაკუაციას, ამერიკელი იქნება ეს, ბრიტანელი თუ სხვა, ამის შემდეგ უკეთებენ ევაკუაციას ადგილობრივ მოსახლეობას, ვინც კონკრეტულად მუშაობდა ამერიკისთვის, ბრიტანეთისთვის, დანიისთვის და ა.შ. და ალბათ შემდეგ ვიქნებით ჩვენ”, – ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე ზაურ ჯაყელიძე.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მოძრაობა „თალიბანის“ გადაწყვეტიებით ქაბულის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა რეისი აიკრძალა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g