LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაემშვიდობა დუგინი ქალიშვილს – „ის დაიღუპა რუსეთის გამარჯვებისთვის“

180
ფორტუნა დუგინი

ალექსანდრე დუგინმა  ქალიშვილის, დარია დუგინას პანაშვიდზე თქვა, რომ ის რუსეთის გამარჯვებისთვის დაიღუპა.

„ის დაიღუპა ჩვენი გამარჯვებისთვის, ჩვენი რუსეთის გამარჯვებისთვის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მართლმადიდებლობისთვის.

ბავშვობიდან მისი პირველი სიტყვები, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვასწავლეთ, იყო რუსეთი – ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი, ჩვენი იმპერია”. – თქვა დუგინმა.

ალექსანდრ დუგინმა თქვა, რომ ის გრძნობს, რამდენად ბედნიერი იქნებოდა მისი ქალიშვილი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მამაცობის ორდენი მიანიჭა.

“მას არაფრის ეშინია და როცა ტრადიციის ფესტივალზე ვსაუბრობდით, ბოლოს მითხრა – მამა, მე თავს მეომრად, გმირად ვგრძნობ. მინდა ასეთი ვიყო, სხვა ბედი არ მსურს. მინდა ვიყო ჩემს ხალხთან, ჩემს ქვეყანასთან”. – თქვა ალექსანდრ დუგინმა.

20 აგვისტოს მანქანა, რომელშიც დარია დუგინა იჯდა, მოსკოვის გარეუბანში აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ის ადგილზევე დაიღუპა. როგორც რუსულ მედიაში წერენ, მანქანა, რომლითაც დარია დუგინა ღონისძიებაზე იმყოფებოდა, ალექსანდრ დუგინს ეკუთვნის. დაღუპულის ნაცნობის თქმით, თავად ალექსანდრ დუგინი ღონისძიებაზე სხვა ტრანსპორტით მივიდა. ალექსანდრ დუგინი აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზეც გამოჩნდა.

 

„უკრაინა არაფერ შუაშია…ჩვენ არ ვართ ტერორისტული სახელმწიფო“ – მიხაილო პოდოლიაკი დარია დუგინას აფეთქებასთან კიევის კავშირს უარყოფს

სად გამოადგა დუგინს ლევან ვასაძესთან ძმაკაცობა – შვილის ქელეხში თამადა ეყოლება: ირაკლი ოქრუაშვილი

უკრაინის რეჟიმის ტერორისტებმა, რომლებიც ცდილობდნენ ალექსანდრე დუგინის ლიკვიდაციას, ააფეთქეს მისი ქალიშვილი: დენის პუშილინი

ვიდეო: ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მანქანა ააფეთქეს, მედიის ცნობით, გოგონა ადგილზე დაიღუპა – ვრცელდება აალებული მანქანის კადრები

“პუტინს გავანადგურებთ”: ცნობილია, ვინ აიღო პასუხისმგებლობა დარია დუგინას მკვლელობაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g