პოლიტოლოგისა და კრემლის იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მანქანა ააფეთქეს. შემთხვევა მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელთან მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტვიტერზე და მედიაში ვრცელდება.
მედიის ინფორმაციით, ლენდ კრუიზერ პრადოს მანქანა, რომელსაც საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის 30 წლის პოლიტიკური დამკვირვებელი მართავდა, აფეთქდა მოსკოვის რაიონში სოფელ დიდ ვიაზემისთან. მანქანას დუგინის ქალიშვილი მართავდა.
პოლიცია ვარაუდობს, რომ ის იყო მკვლელობის სამიზნე. წინასწარი ინფორმაციით, დარია დუგინა ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების ჩვენებების თანახმად, ჯიპის ნამსხვრევები მთელ გზაზე მიმოიფანტა.