LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაიცავს თავს ავიაკომპანია აგრესიული მგზავრებისგან

32

„პობედა“ თავისი თანამშრომლების დასაცავად სპეციალურად მომზადებულ პირებს დაიქირავებს. ასეთი გადაწყვეტილება ავიაკომპანიამ აგრესიული მგზავრების მოსაგერიებლად მიიღო. საქმე ისაა, რომ სახელმწიფოს შესაბამისი კანონმდებლობა არ გააჩნია და ავიაგადამზიდს თავის დაცვა თავადვე მოუწევს. ხოლო, ახალი თანამშრომლებისთვის საჭირო ფინანსებს კომპანია ავიაბილეთების ფასების გაძვირებით გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ „პობედას“აგრესიული მგზავრების პრობლემა მუდმივად აქვს. სულ რამდენიმე თვის წინ მოსკოველმა მამაკაცმა კომპანიის წარმომადგენელი მხოლოდ იმიტომ სცემა, რომ მან ბილეთში გადახდილი ფული უკან არ დაუბრუნა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები