,,პირველი არხის” წამყვანი, ნინუცა ორჯონიკიძე ხშირად ანებივრებს საკუთარი ,,ინსტაგრამის” მიმდევრებს და ,,პირველი არხის” მაყურებლებს საკუთარი სილამაზის ბლოგით, სადაც ბევრ საიდუმლოს ამხელს.
დღევანდელ გადაცემაში მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ დაიკლო ახლა უკვე ძალიან პოპულარული ჩიის მარცვლების გამოყენებით 10 კილო ხუთი წლის წინ.
ნინუცამ გადაცემაში ჩიის მარცვლებისგან სმუზიც მოამზადა, რომელიც თავად ამ მარცვლების გარდა, შეიცავს ნუშის რძეს, თუმცა მასში ნუშის რძის მაგივრად, შეგიძლიათ, წყალიც გამოიყენოთ. სმუზში ასევე ამატებთ ბანანს, თუმცა შეგიძლიათ, სხვა საყვარელი ხილი დაამატოთ. ზაფხულის სეზონზე ყინულის დამატებაც კარგი იქნება და მას ნაყინის ტექსტურა ექნება. ნინუცა სმუზში გაყინულ ხილს და ნიგოზს ამატებს.
შეგახსენებთ, რომ ჩიის მარცვლები ბოლო დროს ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ძალიან ბევრ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებას აერთიანებს, თუმცა მისი გამოყენება ზოგიერთი ქრონიკული დაავადების დროს არ შეიძლება, შესაბამისად, მის გამოყენებამდე ექიმთან კონსულტაცია უნდა გაიაროთ.