როგორ დავიკლოთ წონაში ახალი წლის შემდეგ – სილამაზის აკადემია
20.01.2025
518
როგორ დავიკლოთ წონაში ახალი წლის შემდეგ – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია” რეაბილიტოლოგმა შალვა აბულაძემ ისაუბრა.
რა პრობლემები იჩენს თავს დღესასწაულებზე რამდენიმე დღიანი სუფრების შემდეგ?
ახალი წლის დღეები, საკვები, წონაში მატება, ნაბახუსევი, არასასურველ ფორმაში ყოფნა… ჩვენს ირგვლივ ადამიანები აქტიურად საუბრობენ არსებულ პრობლემებზე,
ძირითადად ჩვენი მოსახლეობა ტრადიციული საკვების მირთმევის შემდეგ იმატებს წონაში. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია ძირითადად უძრავ მდგომარეობაში ყოფნა. არდადეგებზე ვისვენებთ და ფორმიდან ვვარდებით. რაც წონაში მატებას ერთიორად უწყობს ხელს. ვფიქრობ, ასეთ დროს ძნელია გაუძლო ცდუნებას მაგრამ, არდადეგების შემდეგ ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელი.
შევეცადოთ შევარჩიოთ ჯანსაღი კერძები ბოსტნეული და თევზით მომზადებული სალათები
ნებისმიერი ხორცის პროდუქტი უნდა მოვამზადოთ გრილზე და ზომიერად მივირთვათ.
განვსაზღვროთ ტკბილის მიღების ზღვარი, რაც გულისხმობს მინიმუმამდე შემცირებას და საღამოს საათებში მასზე სრულად უარის თქმას.
ფიზიკური აქტივობა: ჩვენი სხეულისთვის შესაფერისი ვარჯიშები, იოგა პილატესი და კარდიო ვარჯიშები.
სასურველია წყლის ბალანსის მკაცრი კონტროლი. ზამთრის დღეებში მაქსიმალურად უნდა გვახსოვდეს სასმელი წყლის დალევა რადგან გარემო პირობები არ გვაიძულებს სიცივის გამო წყალი მივიღოთ და ეს ფაქტორი განაპირობებს სწორედ ორგანიზმში ტოქსინების ჭარბი რაოდენობით დაგროვებას, კანის სიმშრალეს და მთელ რიგ პრობლემებს.
დღესასწაულების შემდეგ მინიმუმამდე დავიყვანოთ ალკოჰოლის მიღება. უარი ვთქვათ გაზიან და გამაგრილებელ სასმელებზე.
მათთვის ვინც ვერ ახერხებს სპორტული აქტივობით დაკავებას, სასურველია ისეირნოს სუფთა ჰაერზე არა ნაკლებ 30 წუთისა.
მივმართოთ სხეულის სტიმულაციისათვის ესთეტიკურ ცენტრებს. დროულად დავიწყოთ მასაჟი და რიგი პროცედურები.
ყველაფერთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს და მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ ძილის რეჟიმს. ზრდასრულ ასაკში 24 საათის განმავლობაში უნდა გვეძინოს 7-8 საათი.
ნებისმიერი მოცემულობიდან შეიძლება იპოვო გამოსავალი. მთავარია მოინდომო და გქონდეს სურვილი შექმნა საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.