როორია მაღალი არტერიული წნევის შემცირების არამედიაკამენტური მეთოდები – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გადაცემის – „დილა მშვიდობისა საქართველო“ ერთ-ერთ გასულ ეპიზოდში ენდოკრინოლოგმა, ტრადიციული მედიცინის სპეციალისტმა, ნინო ვაშაკიძემ ისაუბრა.
მისი განმარტებით, ხელისა და ფეხის თითების წვერებში მდებარეობს თავის შუა ნაწილის შესაბამისი ზონები, რომელთა სტიმულირებაც შესაძლოა წნევის შემცირებას შეუწყოს ხელი.
როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, ძლიერი წნევის დროს თითის წვერების ჩხვლეტა და მცირე რაოდენობით სისხლის გამოშვება ეფექტიან მეთოდად მიიჩნევა.
„ცერა თითსა და ყველა თითის წვერზე თავის შუა ნაწილია. თუ არ გაქვს საშუალება, იტკენ, მაგრამ ტკენას ჯობს, იჩხვლიტო. ჩვეულებრივი, საკერავი ნემსით სისხლი გამოუშვა. როდესაც კრიზია, ეს ყველაზე მარტივი ვარიანტია. აბსოლუტურად უვნებელია. ყოფილა შემთხვევები, 220, 240 წნევა ჰქონია ადამიანს. კარგად მახსოვს, 90-იან წლებში მეზობელთან არანაირი სხვა საშუალება არ იყო. ყველა თითზე, ფეხსა და ხელზე ყველაფერი დავჩხვლიტე და სამეზობლო იდგა და სისხლს ვადენინებდით, წნევა ჩამოვიდა და პაციენტი გადარჩა. 1, 2 ან 3 წუთი საკმარისია“, – ამბობს ნინო ვაშაკიძე.
