ექიმი ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ საუბრობს, როგორ ეხმარება მაწონი ნაბახუსევის სიმპტომების შემსუბუქებას.
მისი თქმით, ალკოჰოლის შემდეგ ორგანიზმს სჭირდება მიკრობიომის აღდგენა, რასაც ტრადიციული ქართული მაწონი ეფექტურად უწყობს ხელს.
„მაწონი მდიდარია პრე, პრო და პოსტბიოტიკებით, შეიცავს ცოცხალ ბაქტერიებს და მათი ცხოველქმედების პროდუქტებს, რაც ალკოჰოლის გადამუშავების შედეგად გამოწვეული პრობლემების განეიტრალებაში გვეხმარება. ეს არის მივიწყებული, მაგრამ მეცნიერულად გამყარებული ქართული ტრადიცია“, – აღნიშნავს მარი მალაზონია.
