LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი სექტემბერი, იმიტომ რომ 53-ე სკოლის ეზოში დედაჩემი იყო ერთადერთი დედა, რომელსაც თავიდან ფეხებამდე ეცვა შავები” – მარი მალაზონია

2855
BeFunky-collage - 2023-08-02T005438.103

ექიმი მარი მალაზონია გადაცემის „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” სტუმარია, რომლის ეთერშიც ოჯახის შესახებ საუბრობს.

„მგონია, რომ ადამიანი სამყაროს სრულყოფილად ფერადს აღიქვამს და ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ მე ეს გრძნობა რატომღაც მეტად მაქვს გამძაფრებული. ვიყავი სამი წლის და ახალი წელი ახლოვდებოდა. ოჯახი განსაკუთრებულად ემზადებოდა და რადგან ჩემი ძმა იმ წელს დაიბადა. მამა სწორედ ამ ახალი წლის წინა დღეებში გარდაიცვალა და ახალი წელი, ფერადი, ციმციმა, ყვითელი ნათურებით უცებ ჩაქრა, თან ძალიან დიდი ხნით.

დედა მაშინ ძალიან პატარა და ახალგაზრდა იყო. არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი სექტემბერი, იმიტომ რომ 53-ე სკოლის ეზოში დედაჩემი იყო ერთადერთი დედა, რომელსაც თავიდან ფეხებამდე ეცვა შავები. მგონია, რომ შინაგანი მოთხოვნილება ფერის იყო ყოველთვის ჩემი ნაწილი. ეს შეიმჩნევა ჩემს ნახატებშიც და სამოსშიც”, – ამბობს მარი მალაზონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები