აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც ასახულია, როგორ გადააქვთ დიდი ფუთებით ტანსაცმელი მანქანიდან პოლიციელებს. ეს ფოტო გურიაშია გადაღებული. როგორც აკა წერს, იქ 5 ტონაზე მეტი ტანსაცმელი და საოჯახო ნივთი ჩაიტანა, რის შემდეგაც მის განაწილებაში გურული პოლიციელები დაეხმარნენ.
გთავაზობთ აკა სინჯიკაშვილის სტატუსს ამ თემაზე:
„ხუთ ტონაზე მეტი ტანსაცმელი და საოჯახო ნივთები ჩავიტანეთ დასავლეთში, ეხლა ვუნაწილებთ სოციალურად დაუცველებს საჭიროების მიხედვით. ასობით ბავშვი გათბება და ექნება ახალი ტანსაცმელი. სულ 31 ტონა ტანსაცმელი და ნივთები გვაქვს ჩატანილი გურიაში და არც ერთი სოციალურად დაუცველი არ არის, რომელსაც გზავნილი არ შეხვედრია.
და ფოტოზე რომ ხედავთ, ესენი არიან ნაღდი პოლიციელები ჩოხატაურიდან. ასე ბოლო მაისურის გადალაგებამდე გვეხმარებიან სულ ყოველთვის. ერთხელ პიკაპებით აგვატანინეს საჭმელი ისეთ ადგილას, სადაც თითქმის შეუძლებელი იყო მისვლა და ოჯახი შიმშილისგან იხსნეს. ნაღდი პოლიციელები არიან მართლა! ხალხისთვის რომ ზრუნავენ და ასე ოფლისღვრა რომ არ ეთაკილებათ. დიიიდი მადლობა ბიჭებს! დიიიიიდი მადლობა ქალბატონ მანანა მინდაძეს შენობის უსასყიდლოდ დათმობისთვის, გურულებს, რომლებსაც არაფერში დახმარება არ ეზარებათ და სულ ყველაზე დიდი მადლობა თქვენ, ვინც ერთი პატარა ნივთი მაინც მოგვიტანეთ სხვების გასაბედნიერებლად. წინ ახალი ამბებია!..“

