გასაკვირი არ არის, რომ ბრაზილიელი სუპერმოდელი ადრიანა ლიმა ყოველთვის მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია, თუმცა, ამჯერად ლიმა ობიექტივში უჩვეულო მიზეზის გამო მოხდა. მოდელი ფორმის შენარჩუნების მიზნით, ნიუ-იორკში მდებარე სპორტულ დარბაზში მივიდა, სადაც მოკრივეები ვარჯიშობენ.
კრივის მოედაზე ვარჯიშით ადრიანა “ვიქტორია სიკრეტის” ყოველწლიური ჩვენებისთვის ემზადება.
შეგახსენებთ, “ვიქტორია სიკრეტის”გრანდიოზულ შოუს ნოემბერში შანხაი უმასპინძლებს. 36 წლის ადრიანა ლიმა სწორედ ამ დეფილეში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც ბრაზილიელმა ლამაზმანმა განაცხადა, მოხარულია რომ შოუს ჩინეთი მასპინძლობს, თუმცა მისი დიდი სურვილია”ვიქტორია სიკრეტის”ჩვენებას მომდევნო წელს ბრაზილიამ უმასპინძლოს.