LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება Chery-ს ახალი და ძალიან აგრესიული ყველგანმავალი

154
chery

ქსელში გავრცელდა პირველი გამოსახულება, სადაც Chery-ს ახალი ყველგანმავალი უნდა იყოს გადაღებული. ავტომობილი Great Wall-ის Tank სერიის მოდელს ჰგავს და Chery-ის დიზაინისთვის დამახასიათებელი ფორმები ნამდვილად არ აქვს. ექსპერტთა ვარაუდით, სიახლე ელექტრონულ აგრეგატს მიიღებს, ბაზარზე მისი მთავარი კონკურენტი კი ზემოთ ნახსენები Tank იქნება.

წარსულში მწარმოებელმა მსგავსი ყველგანმავალი უკვე წარადგინა – T-1, რომელიც შვილობილი ბრენდის Jetour-ის სახელით უნდა გამოვიდეს. Chery-ის სიახლე უფრო კომპაქტური იქნება, მისი სიგრძე 4,2 მეტრს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს რომ Chery Tiggo 4-ზე უფრო მოკლეც კი გამოვა.

სიახლე პლატფორმა SiC 800 B-ზე  იქნება აგებული და ინოვაციური ელემენტი საშუალებას მისცემს, ერთი დამუხტვით 700 კილომეტრი გაიაროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები