LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება დღეს უკვე ჭაღარა საიდი სერიალიდან „კლონი“ 22 წლის შემდეგ

598
დალტიონ-ვიგი

მსახიობი დალტონ ვიგი მსოფლიომ გაიცნო და შეიყვარა 2001 წლის გახმაურებული ბრაზილიური სერიალიდან „კლონი“. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა კარიერა 90-იან წლებში დაიწყო, საქვეყნო პოპულარობა მას სწორედ ამ ბრაზილიურმა სერიალმა მოუტანა.

დალტონი  ტელენოველაში მთავარი გმირის, ჰადეს მეუღლის, საიდ რაშიდის როლს ასრულებს, მის პერსონაჟი საყვარელი ქალის შესანარჩუნებლად იბრძვის და ამისთვის მას უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევს, მათ შორის უარის თქმა მკაცრ წესებსა და ტრადიციებზე.

საინტერესოა, რომ სწორედ დალტონ ვიგმა მიიყვანა ჯოვანა ანტონელი სერიალ „კლონში“ და რეჟისორს სთხოვა, ის ჰადეს როლზე მოესინჯა. ანტონელი და ვიგი უახლოესი მეგობრები არიან. ახლა მსახიობი 58 წლისაა და აქტიურად განაგრძობს მუშაობას კინემატოგრაფში, მისი მონაწილეობით ბოლო სერიალი ეკრანებზე 2022 წელს გამოვიდა.

მსახიობი თითქმის ისევ ისეთია, როგორც 2000-იან წლებში, 58 წლის დალტონს შევერცხლილი თმის მიუხედავად, ადვილად იცნობთ.

 

როგორ გამოყურება დღეს „ნაზირა“ ლეგენდარული სერიალიდან „კლონი“ – მსახიობი 70 წლისაა

ფოტო: ასე გამოიყურება „კლონის“ 71 წლის ვარსკვლავი ვერა ფიშერი

,,კლონის” ვარსკვლავების, ვერა ფიშერისა და ადრიანა ლესას შეხვედრა 20 წლის შემდეგ

საინტერესო ფაქტები სერიალ „კლონიდან“, რომელიც ყველაზე მხურვალე გულშემატკივრებსაც გამორჩათ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები