LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინტერესო ფაქტები სერიალ „კლონიდან“, რომელიც ყველაზე მხურვალე გულშემატკივრებსაც გამორჩათ

759
page

ბრაზილიურმა სერიალმა „კლონი“ შეუძლებელი შეძლო და მსოფლიოს 101 ქვეყნის მაყურებელს თავი ისე შეაყვარა, რომ სერიალი გმირებზე დღემდე ბევრს წერენ და საუბრობენ. ჩვენ შევკრიბეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები სერიალის გარშემო, რომლის შესახებაც ბევრმა არაფერი იცის.

სერიალის სცენარის ავტორია გლორია პირესი, რომლისთვისაც შთაგონების წყარო გახდა ბეკეკა სახელად დოლი, რომელიც პირველი კლონირებული ცხოველი გახდა.

„ჰადემ“ 20 წლის შედეგ „კლონის“ საკულტო ცეკვა გაიმეორა – „ლუკასის“ რეაქცია ინტერნეტს იპყრობს

თავდაპირველად სერიალის სახელწოდება იყო „მეორე შანსი“.

ადრიანა ლესა, რომელიც „კლონში“ დეუზას ანუ მთავარი გმირის სუროგატი დედის როლს ასრულებს, თავად პროფესიონალი მოცეკვავეა და ამიტომ ეს როლი იდეალურად მოირგო.

იქიდან გამომდინარე, რომ სერიალი პერსონაჟების ცხოვრების სხვადასხვა წლებზე გვიყვება, ყველაზე მნიშვნელოვანი კარგი ვიზაჟისტის შერჩევა იყო, გრიმზე სამუშაოდ ცნობილი ვიზაჟისტი ლინ ბარბერი მიიწვიეს, რომელიც ჰოლივუდში მუშაობდა.

სცენების უმრავლესობა სპეციალურ პავილიონშია გადაღებული, ხოლო მაროკოს სილამაზის აღსაქმელად, სპეციალურად 27 ფილტრი გამოიყენეს.

ჰადეს ქმრის, საიდის როლი თავდაპირველად ედუარდო მოსკოვიცს შესთავაზეს, რომელმაც უარი განაცხადა. ამის გამო როლზე დალტონ ვიგი დაამტკიცეს, რომელმაც ჰადეს როლზე  რეჟისორებს ჯოვანა ანტონელის კანდიდატურა შესთავაზა.

სერიალის გადაღების მომენტში დანიელ ესკობარი, რომელიც მაიზას როლს ასრულებდა, დაქორწინებული იყო რეჟისორ ჟაიმე მონჟარდიმზე. ამავე სერიალში მონაწილეობდა მონჟარდიმის პირველი ცოლიც, რომელიც ამინას როლს ასრულებდა.

ჰადეს როლის შესრულება განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა ჯოვანა ანტოლელისთვის, მას ამ როლისთვის დიდი ხანია ამზადებდნენ და ის მკაცრ დიეტაზე იჯდა.

ქალაქი ვარზაზატი, სადაც ჰადესა და ლუკაის რომანტიკულ სცენებს იღებდნენ, ცნობილია იმითაც, რომ სწორედ აქაა გადაღებული ფილმები „გლადიატორი“  და „მუმია“.

მსახიობი მურილიო ბენისიო სერიალში სამ პერსონაჟს განასახიერებს, ლუკასს, დიეგოსა და მათ კლონს, ლეოს. ამ პერსონაჟების დიალოგებისთვის გამოიყენეს სპეციალური კომპიუტერული გრაფიკა, რომელიც იმ დროს ძალიან იშვიათი იყო.

საინტერესოა, რომ მაროკოში გადაღებების დროს, მსახიობებს თან ახლდა ექიმთა გუნდი, გაუწყლოვანებისა და აკლიმატიზაციის შესაძლო გართულებისგან თავის დასაცავად.

„კლონის“ ვარსკვლავები, ჯოვანა ანტონელი და მურილო ბენისიო 18 წლის შემდეგ, ერთად გამოჩნდნენ

,,კლონის” ვარსკვლავების, ვერა ფიშერისა და ადრიანა ლესას შეხვედრა 20 წლის შემდეგ

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები