LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება Fiat–ის ყველაზე მოდური პიკაპი

277
fiat-picapnws

კომპანია Fiat–მა კომპაქტური პიკაპი Strada–ს ოფიციალური ფოტოები გაავრცელა. მეორე თაობის მოდელი სპეციალურად სამხრეთ ამერიკის ბაზრისთვისაა დაპროექტებული. იტალიური ფირმა სარეკლამო კამპანიის დაწყებას მოგვიანებით აპირებდა, თუმცა პაპარაცების აქტიურობამ გეგმების შეცვლა აიძულა. როგორც მოსალოდნელია, ახალი Fiat Strada–ს პრემიერა ძალიან მალე, გაზაფხულისთვისაა დაგეგმილი.

როგორც მედიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, Fiat Strada სატვირთო Toro-ს შემცირებული ვერსია იქნება, თუმცა ტექნიკური თვალსაზრისით ორ ყველგანმავალს ძალიან ცოტა ექნება საერთო.

სიახლე მოდურ ვიზუალს, ხუთ–საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს და ოთხ–ცილინდრიან 1,3 ლიტრის მოცულობის აგრეგატს მიიღებს. Fiat Strada–ს სავარაუდოდ, 700 კილოგრამამდე ტვირთის აწევა შეეძლება.

და ბოლოს, პიკაპის ოფიციალური პრემიერის თარიღი არ ზუსტდება, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოდელის დებიუტამდე ძალიან ცოტა დრო რჩება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g