ქარიშხალი „მარია“ პუერტო-რიკოს რამდენიმე დღის წინ დაატყდა თავს. შტორმი მეოთხე კატეგორიად შეაფასეს. სანაპირო ზონიდან მოსახლეობის ევაკუციაა განხორციელდა.
მილიონობით დაზარალებული ადამიანის გარდა, ზიანი მიადგა არესიბოს ისტორიულ ტელესკოპსაც.
სინოპტიკოსებმა „მარია“ პუერტო-რიკოს ისტორიაში ყველაზე ძლიერ ქარიშხლად შეაფასეს.
პუერტო-რიკომდე ქარიშხალმა „მარიამ“ კუნძულ დომინიკას გადაუარა, სადაც სტიქიამ სულ მცირე, შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.