აშშ–ს სანაპიროსთან მეჩეჩზე „შემჯდარი“ უზარმაზარი ხომალდის MV Golden Ray–ს უტილიზაცია დაიწყო. გემს, რომელსაც 4200 მეორადი ავტომობილი გადაქონდა, ტვირთთან ერთად ნაწილებად დაჭრიან.
სატვირთო ხომალდი ჯორჯიის პორტში გასული წლის სექტემბერში შევიდა და არასწორი მანევრის გამო მეჩეჩზე „შეჯდა“, ცოტა ხანში კი საერთოდ გადაბრუნდა. ტვირთის ამოღება ძალიან ძვირი პროცესი აღმოჩნდა, ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მხოლოდ ის მოიფიქრა, ხომალდი შუაში გაეჭრა და შემდეგ მეტალის გადამუშავის ცენტრში გაეგზავნა.
„დანის“ როლში სპეციალისტებმა უზარმაზარი ელექტრონული ხერხი გამოიყენეს. უფრო ზუსტად კი ეს იყო მთელი ტექნოლოგია, რომელსაც 7500 ტონამდე ტვირთის აწევა შეუძლია.
ხერხის გამოყენებით გემი 8 სექციად დაჭრეს და თითოეულის წონა 2700–დან 4100 ტონამდეა. ამ ნაწილებს ნაპირამდე უზარმაზარი ბუქსირის დახმარებით გაიტანენ. ხოლო თუ რა ბედი ეწევა შიგნით დარჩენილ ავტომობილებს, ოფიციალურად არ ზუსტდება. გემს Hyundai–ს, Kia–ს, ასევე Chevrolet-ის და Dodge Ram–ს მეორადი მანქანები გადაქონდა. სავარაუდოდ, ამ ავტომობილებს იგივე ბედი ეწევათ რაც თავად მათ სატვირთოს.