LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ განისაზღრება ალიმენტის ოდენობა და რა მოხდება, თუ მის გადახდაზე მშობელი უარს იტყვის – ადვოკატი თინათინ ჭიხორია

190
tina

დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ მორიგ აქტუალურ საკითხზე – სამწუხაროდ ხდება ხოლმე ისე, რომ მშობლები განქორწინებას გადაწყვეტენ. ასეთ დროს ყველაფერი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს, თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როცა პრობლემები იქმნება ბავშვის საჭიროებებისთვის აუცილებელი თანხის გადახდასთან დაკავშირებით. ასეთ დროს მშობელს უწევს, მიმართოს ადვოკატს, რათა ალიმენტის დაწესების საკითხი სასამართლოს გზით გადაწყდეს. რა უნდა იცოდეთ ამ თემაზე, როგორ ხდება ალიმენტის თანხის განსაზღვრა და დაწესება – რჩევებს ადვოკატი თინათინ ჭიხორია მოგცემთ.

თინათინ, ძირითადად, რა დროს და რა პრობლემით მოგმართავენ მოქალაქეები, რა ტიპის შემთხვევებია, თქვენამდე რა დროს მოდის საქმე

– საქართველოში, ძირითადად, ბავშვი რჩება დედასთან, ამიტომ მამას უწევს ალიმენტის გადახდა, თუმცა არის შემთხვევები, როცა პირიქითაა. მაშინ მომმართავენ, როცა საქმე რთულადაა, არ ცდილობენ მხარეები მოლაპარაკებას, არის შემთხვევები, როცა სამაგიეროს გადახდის მიზნით იქცევიან ასე.

როგორ იწყებთ საქმის მოგვარებას, რას სთავაზობთ მხარეებს და როგორ ხდება მერე ალიმენტის ოდენობის დადგენა

– როცა კლიენტი მოდის, ჯერ ვეუბნებით, რომ იქნებ მოლაპარაკებით დასრულდეს ყველაფერი, ზოგს არ უნდა სასამართლომდე მივიდეს საქმე. მოლაპარაკებას ზოგჯერ არ ირჩევენ, ამიტომ საქმე ინაცვლებს სასამართლოში. ალიმენტის ოდენობა კი მშობლის ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით დგინდება და მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას, რა თანხა დაეკისრება ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე.

ანუ კანონით არ არის განსაზღვრული, რომ მაგ. შემოსავლის კონკრეტული პროცენტი უნდა გადაიხადოს და ა. შ.

– როდესაც მიმართავენ სასამართლოს, ვინც მიმართავს, ის ითხოვს კონკრეტულ თანხას, თუ მეორე მხარე არ თანხმდება, მერე უკვე მხარეთა მტკიცებულებებიდან გამომდინარე მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას

თუ არ აქვს ადამიანს შემოსავალი, უმუშევარია, მაინც არის რაიმე ფიქსირებული, სიმბოლური თანხის დაკისრების შემთხვევები ?

– მნიშვნელოვანია შემოსავალი, მაგრამ შეიძლება ეს არ იყო ყოველთვიური. საერთო შემოსვლის და ქონებიდან გამომდინარე ანგარიშდება. ბევრს არ აქვს სამსახური, მაგრამ უფიქსირდება ქონება, რომელიც შეიძლება რომ დაყადაღდეს.

თუ დააკისრა სასამართლომ ალიმენტი და ის ადამიანი არ იხდის, ამ დროს რა ხდება

– ამ დროს საქმე მიდის აღსრულებაში, ეს პროცესები იწყება, ეს ადამიანი მოვალეთა რეესტრში ირიცხება, თუ დასაქმებულია, დამსაქმებელს ეგზავნება, რომ ხელფასიდან ჩამოაჭრას ეს თანხა, თუ ქონება აქვს, ის დაყადაღდება, თუ არაფერი აქვს, მაშინ უძლურები ვართ ასეთ სიტუაციაში ვართ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ პირი შრომისუნარიანია, მაგრამ სამსახური არ აქვს, არ თავისუფლდება ალიმენტის ვალდებულებისგან, ის უგროვდება და მერე მოუწევს ერთიანად გადახდა. კანონით წინა სამი წლის თანხის მოთხოვნის უფლება აქვს მეორე მხარეს.

რას ურჩევთ ჩვენს მსმენელებს, რომ საქმე სასამართლომდე არ მივიდეს

– უნდა ვცადოთ მეორე მხარესთან მოლაპარაკება, რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს, მთავარია გვახსოვდეს, რომ მთავარია ბავშვი და იმის განსაზღვრა, რა სჭირდება მას. კარგი იქნება, მოლაპარაკება. ზოგადად კარგი იქნება, ალიმენტის განსაზღვრა თავიდანვე მოხდეს, როცა განქორწინებას გადაწყვეტენ. ხშირად ჯერ გაშორდებიან და მერე იწყებენ ამაზე ფიქრს.

სასამართლოში საქმეები დროულად წყდება? თუ დროში იწელება,  გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა როგორია

– ახლა სხვანაირადაა. ბავშვის უფლებათა კოდექსია მიღებული, ამან დაარეგულირა ყველაფერი, მაქსიმუმ 6 თვეში სრულდება ხოლმე, ან უფრო მოკლე დროში, რადგან ბავშვის ინტერესებს ეხება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g