LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ განვასხვავოთ, გრიპია, ალერგია თუ კორონავირუსული ინფექცია- მაია გოთუას განმარტება

21014
doctrcvsnewssss

რა ძირთადი სიმპტომებით ვლინდება კორონავირუსული ინფექცია, ჰგავს თუ არა ის გრიპს ან ალერგიას – ამ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია გოთუამ ისაუბრა:

„მე, როგორც ალერგოლოგი,  ვცდილოდ ვისაუბრო ჩემი თვალსაწიერიდან. ახლა საქართელოში არის მცენარეთა ყვავილობის პერიოდი და პაციენტებს, რომელთაც აქვთ პოლინოზი, ანუ მცენარეული ალერგია, აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა ჰქონდეთ კატარალური მოვლენები, თვალების ქავილი, სურდო, ცემინება. ეს კი ერთის მხრივ, ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ ვირუსულ ინეფექციას. მეორეს მხრივ, კატარალური მოვლენები შეიძლება  ახლდეს კორონავირუსულ ინფექციასაც. საქართველოს მოსახლება ახლა არის სახლში, ამიტომ ადამიანები იშვიათად გამოდიან გარეთ, მაგრამ თუ მაინც მოხდა კონტაქტი გარემოსთან, იწყება სიმპტომები, სურდო და ცემინება. ვირუსული ინფექცია კი, ადამიანს მთელი დღის მანძილზე აქვს და ის ალერგიაში ვერ აგვერევა.

ვირუსული ინფექცია, მაგალითად გრიპი, იწყება უეცრად, მაშინ როდესაც კორონავირუსული ინფექცია იწყება თანდათანობით, ამიტომ ძალიან ძნელია თავიდან  მიხვდეთ, რომ ეს სწორედ ის ინფექციაა. გრიპი უეცარი და სწრაფია, ხოლო კორონავირუსული ინფექცია, თანმიმდევრობითი.

კორონავირუსული ინფექციის მთავარი ნიშანი არის ცხელება, ამიტომ დღეს ყველგან, პირველ რიგში ხდება ტემპერატურის შემოწმება. ასევე ხშირი სიმპტომია ხველა, რომელიც შეიძლება იყოს მშრალი, იშვიათად სველი. ცხელებაც და ხველაც შეიძლება ასევე იყოს გამოხატული გრიპის დროს, მაგრამ ამ დროს დასაწყისი არის უეცარი, რაც მას უფო ალერგიასთან აახლოვებს, მაგრამ კორონავირუსული ინფექციის დროს, კატარალური მოვლენები ურო იშვიათია.

ახლა დავუბრუნდები ალერგიას, რადგან ჩვენ ვაკეთებთ დიფერენციალურ ანალიზს, როდის არის ალერგია, გრიპი და ახალი კორონავირუსი. ალერგიის დროს, პირველი ეს არის კონტაქტი მცენარეებთან. წვიმიან ამინდში ადამიანს სურდო, ცემინება არ აქვს, ამ დროს ილექება მცენარეული მტვრის ნაწილაკები და შესაძლოა პაციენტს არც ჰქონდეს სიმპტომები, თუ მას გარე სამყაროსთან გამოხატული კონტაქტი არ ჰქონია. გრიპსა და ალერგიას კატარალური სიმტომები ახასიათებს, მაგრამ ალერგის შემთხვევაში ისინი კარგად ემორჩილება ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა კარგია. მაშინ, როდესა გრიპის ან კორონავირუსული ინფექციის შემთხვევაში, მას შეიძლება ჰქონდეს ინტოქსიკაციის ნიშნები. აქ მნიშვნელოვანია ასაკიც.  ატოპია ანუ ალერგისაადმი მიდრეკილება, უფრო ხშირია შუა ასაკში. ეს არ გამორიცხავს, რომ  ადამიანს ეს სიმპტომები სხვა ასაკშიც ჰქონდეს გამოხატული. გრიპი კი ნიბისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ჩვენ სადიფერენციო სიმპტომებზე ვსაუბრობთ, ეს ყოველთვის არის მეტნაკლები, რადგან მკაცრი ხაზით ამის თქმა, რთულია.

სრულად პოდკასტი მოისმინეთ აქ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g