LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ განვასხვავოთ ნატურალური შამპუნი ქიმიურისგან?

1914

ნატურალური, მცენარეული შამპუნი ქიმურისგან შეფერილობითა და სისქით განსხვავდება. როგორც ”ფორტუნას” ქართული შამპუნის, ”სტიმულიტის” შემქმნელმა, ფარმაცევტმა გიორგი ქუთათელაძემ განუცხადა,  მის შამპუნს ანალოგი ქართულ ბაზარზე არ აქვს.

”სტიმულიტი” მზადდება ჩემივე რეცეპტითა და ტექნოლოგიით. არის აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტი, რომელიც უნიკალური, სამკურნალო მცენარეების ნაყენისგან მზადდება. შესაბამისად, შამპუნის ხშირი მოხმარება აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, თმის ფაქტურასა და რაც მთავარია, ხელს უშლის თმის ცვენას” , – აღნიშნა ქუთათელაძემ.

მისივე ინფორმაციით, ”სტიმულიტი” ყავისფერი შეფერილობის, თხევადი შამპუნია და სწორედ ეს მახასიათებლები გამოარჩევს მას ქიმიური პროდუქციისგან. ”თუ მომხმარებელს სურს გაიგოს, როგორ შამპუნს ყიდულობს, აუცილებლად უნდა დააკვირდეს ბლანტია, თუ თხევადი. შამპუნი, რომელიც ნატურალური ნედლეულისგან მზადდება, გამორიცხულია შესქელდეს –  ეს უბრალოდ ტექნოლოგიურად შეუძლებელია. ამასთან, ცისარტყელის ფერები მიიღება ქიმიური მინარევებისგან- ნატურალური შამპუნი ყოველთვის ყავისფერი შეფერილობისაა. აღნიშნულ ფერს მას მცენარეული ნაყენი აძლევს”, – განმარტა ფარმაცევტმა.

მისივე თქმით,  ქართულ ბაზარზე ”სტიმულიტზე” საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და მისი რეალიზება არ ჭირს. პროდუქცია დიდ  სააფთიაქო ქსელებში იყიდება: ”ფარმადეპო”, ”პე-ეს-პე”, ”ავერსი” ”ჯიპისი” და სხვა. გასაყიდი ფასი კი  6 ლარამდეა.

როგორც ქუთათელაძემ განმარტა, ქართველ მომხარებელს ამ დროისთვის ”სტიმულიტის” 5 სახეობის შეძენის შესაძლებლობა აქვს, ესენია: ”სტიმულიტი” ნორმალური თმისთვის, ”სტიმულიტი +” – მშრალი კანისთვის, ”სტიმულიტი ექსტრა”- ცხიმიანი თმისთვის, ”სტიმულიტი სუპრა”- ნებისმიერი ტიპის კანისთვის,  ასევე ”სტიმულიტი ფიტო”- თმის ბუდობრივი ცვენისთვის.

ქართული შამპუნის შემქმნელის განმარტებით, ”სტიმულიტი” ადგილობრივ ბაზარზე 10 წელია  გამოჩნდა. მასთან ერთად, გამოდის ქუთათელაძის რეცეპტითვე დამზადებული  თმის კრემი ”აქსიომა”, რომელიც ასევე სააფთიაქო ქსელებში იყიდება.

”სტიმულიტის” შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერზე-  stimulit.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g