LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გაუმკლავდა „რეზო და ბავშვების“ სოლისტი სიმსივნის დიაგნოზს

1360
rezobliadze203445

ჟურნალ „თბილისელებთან“ პოპულარული ჯგუფის, „რეზო და ბავშვები“ სოლისტი, რეზო ბლიაძე სიმსივნის დიაგნოზის შესახებ საუბრობს.

როგორც თავად აღნიშნავს, კონცერტების შემდეგ ძალიან გახდა და ეგონა, რომ ეს გადატვირთული გრაფიკის ბრალი იყო, თუმცა ექიმებთან მისულს, გამოკვლევების შემდეგ, პაპილარული კარცინომის დიაგნოზი დაუსვეს: „არ დაპანიკდე, ეს არის სიმსივნე, მაგრამ არა ისეთი, რომელმაც შეიძლება, ადამიანი მოკლასო, მაგრამ როცა იგებ, რომ ყელზე გაქვს სიმსივნე და ხარ მომღერალი, სიგიჟეა. სიმსივნე – თვითონ ეს სიტყვა რომ გესმის, როგორც უნდა დაგაწყნარონ, რთულია, შენი თვალით კითხულობ, რომ დაავადება, პაპილარული კარცინომა სიმსივნეა. გადაწყდა, რომ საოპერაციო ვიყავი. აღმოჩნდა, რომ ძალიან მაგარი ექიმები გვყავს, მათ დამტოვეს ამ სამყაროში. უდიდესი მადლობა ქეთი ასათიანს, ლევან კალმახელიძესა და გიორგი ხარძიანს. ამ ადამიანებმა დამაყენეს ფეხზე და ხმაც შემინარჩუნეს“, აღნიშნავს მომღერალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები