როგორ გავხდე ჩემი ცხოვრების ავტორი – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ ქოუჩმა ეკა ჯაიანმა ისაუბრა.
როგორ გავხდე ჩემი ცხოვრების ავტორი –
ქოუჩი ეკა ჯაიანი სტუმრად გადაცემაში “FM ქოუჩი”Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Tuesday, 2 August 2022
რა განაპირობებს ჩვენს ცხოვრებას?
ვფიქრობ, ყველა ჩვენგანის სურვილია იყოს საკუთარი ცხოვრების შემოქმედი, საკუთარი ხელით დაწეროს თავისი ცხოვრების ისტორია, იცხოვროს სავსე და ბედნიერი ცხოვრებით. თუმცა, მრავალი ადამიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნულის მიღწევა შეუძლებელია, მიყვება ცხოვრებისეულ დინებას, იღებს იმას, რასაც გარემო სთავაზობს, თვითონ კი მინიმალურ ძალისხმევას დებს ცვლილებების განსახორციელებლად.
ის, თუ როგორი ცხოვრება გვაქვს, მეტწილად ჩვენი დამოკიდებულებებიდან და აზროვნების სტილიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, საკუთარ თავზე დაკვირვება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვნად ეხმარება ადამიანს სასურველი ცხოვრების შექმნაში. ძირეული საკითხია საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება და წარუმატებლობაში გარემოებების და სხვა ადამიანების დადანაშაულებაზე უარის თქმა. ანუ პრაქტიული ადამიანის დამოკიდებულების და უნარების ჩამოყალიბება, რაც გვეხმარება თვითონ შევქმნათ არჩევანი და საკუთარი „ამინდი“.
რა ასპექტები უნდა გავითვალისწინოთ?
პროაქტიული ადამიანის თვისებების გარდა ჩვენთვის სასურველი ცხოვრების შექმნისთვის მნიშვნელოვანია სამ ძირითად საკითხში გარკვევა, ესენია: 1. ყველაზე რთული – ვინ ვარ მე; 2. რა მინდა; 3. როგორ მივაღწიო იმას, რაც მინდა.
რასაკვირველია, თუ არ მაქვს გარკვეული „ვინ ვარ მე“, ვერ მეცოდინება რა მინდა. „ვინ ვარ მე“-ს გასარკვევად კი ვიწყებთ თვითშემეცნებას, საკუთარ თავზე დაკვირვებას. ვაკვირდებით და ვსწავლობთ საკუთარ ხედვას, ფიქრებს, ემოციებს, ქცევას და ვახდენთ მათ ანალიზს. თვითშემეცნებაში გვეხმარება „მაინდფულნესი“, მენტალური მდგომარეობა, როდესაც ვფოკუსირდებით აწმყოზე და ამავდროულად ვაცნობიერებთ საკუთარ გრძნობებს, ფიქრებს განსჯის გარეშე. „მაინდფულნეს“-ის მდგომარეობის გამოყენებით კი უკეთესად ვაანალიზებთ, თუ რა არის ჩემი ღირებულებები, მისია, ძლიერი და სუსტი მხარეები, რა მხდის ბედნიერს და ა.შ. ანუ „ვინ ვარ მე“.
ღირებულებებისა და მისიის გასარკვევად მნიშვნელოვანია ჩვენ თავს დავუსვათ შემდეგი კითხვები:
აქვე, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ თუ რას ვკარგავთ მიზნის განუხორციელებლობის შემთხვევაში და თუ მიზანს მივაღწიე დამატებით რა დადებითი შედეგები მოჰყვება ამ ყოველივეს. ბოლო ეტაპი – „როგორ მივაღწიო“ მოიცავს დროში გაწერილი რეალისტური გეგმის ჩამოყალიბებას. მიზნის მისაღწევად საჭირო ცოდნისა და უნარების განსაზღვრას. მარცხის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების ქონას და თვითმოტივაციისა და სტრესს მედეგობის უნარების გამოყენებას, რაც პოზიტიური და განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნების სტილის მნიშვნელოვანი კომპონენტებია. და ბოლოს, რა არის ის პატარა ნაბიჯი, რომელსაც მომდევნო 24 საათის განმავლობაში გადადგამდით თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე?