რამდენიმე დღის წინ თურქეთში, მუსიკოს მანანა მენაბდეს ოპერაცია ჩაუტარდა.
თუ როგორ გრძნობს თავს მანანა მენაბდე ოპერაციის შემდეგ, ამ კითხვით „ფორტუნამ“ მუსიკოსის დისშვილს, განო მელითაურს მიმართა.
„მანანა თავს კარგად გრძნობს. რეაბილიტაცია ამ ურთულესი ოპერაციის შემდეგ ძალიან კარგად წავიდა“, – ამბობს განო მელითაური.
ცნობისთვის, მუსიკოს მანანა მენაბდეს აღმოაჩნდა პანკრეასის ადენოკარცინომა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მუსიკოსის დისშვილმა, განო მელითაურმა გაავრცელა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მანანა მენაბდის მკურნალობის ხარჯებს საქართველოს მთავრობა, კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია და პრემიერ-მინისტრი ერთობლივად დააფინანსებენ.
„მანანას ოპერაცია დაიწყო, გასტანს 8 საათი, უფალი ჩვენკენ“ – განო მელითაური