როგორ გვიშლის ხელს ცხოვრებაში საგვარეულო ნეგატივი და როგორ გვეხმარება ქოუჩინგი – ამ თემებზე გადაცემაში “FM ქოუჩი“ ტრანსფორმაციულმა ქოუჩმა, ენერგო პრაქტიკების ტრენერმა ირმა ჩიტაშვილმა ისაუბრა.
რას ნიშნავს საგვარეულო ნეგატივი?
საგვარეულოდან გადმოგვეცემა როგორც დადებითი, ასევე უამრავი უარყოფითი პროგრამები, რომელიც ხელს გვიშლის ჩვენს დღევანდელ რეალობაში. შესაბამისად, როდესაც ადამიანი იწყებს საკუთარ თავზე მუშაობას, პირველ რიგში უნდა დაამუშაოს საგვარეულო ენერგიები, გაწმინდოს, გაასუფთაოს ყველა ის პროგრამა, რაც შეიძლება გადმოსულიყო მათი წინაპრებისგან.
ძლიერი საგვარეულო გვაძლევს ამაღლებულ ენერგეტიკას და გაცილებით მაღალი დონის ცხოვრებას, თუმცა სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი ვერ ხვდება რატომ ვერ ეწყობა ურთიერთობები, რატომ ვერ გრძნობს თავს ჰარმონიულად. ბევრი არც კი ფიქრობს, რომ საოჯახო ისტორია გამოიკვლიოს, რომელიც მნიშვნელოვანია.
საოჯახო სისტემის აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვართ ცალკეული, თავისთავად გაჩენილნი, არამედ ვართ საოჯახო სისტემის ნაწილი და სწორედ საოჯახო სისტემა მოქმედებს ჩვენზე. ჩვენი მშობლები და წინაპრები არიან ჩვენი ფესვები. რა თქმა უნდა ეს მეტაფორაა, მაგრამ როგორც ხე დგას თავის ფესვებზე და ფესვების გარეშე ფაქტობრივად ვერ იარსებებს, იმავენაირად ჩვენ ვდგავართ ფესვებზე. ამ ფესვებისგან ვიღებთ კარგს და ცუდსაც.
როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ საგვარეულო ნეგატივს აქვს გავლენა?
თუ ადამიანი დიდი ხანია ცდილობს მოაგვაროს რაღაც საკითხი და ვერ აგვარებს, როგორც წესი ეს არის პრობლემა გადმოეცა საგვარეულო ხაზით. ანუ ეს პრობლემა ჰქონდათ მშობლებს, ან მშობლებს თუ არა, ბებია-ბაბუებს. შესაბამისად, გამოდის რომ მშობლები და წინაპრები ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდნენ და ის გადმოეცა ამოსახსნელად მას. პრობლემა თაობიდან თაობაზე გადადის ნეგატიური ენერგია,ადამიანებს გვიჭირს ნეგატიურ ენერგიასთან გამკლავება, რადგან ის შესაძლოა საუკუნეების სიღრმიდანაც მოდიოდეს შესაძლებელია.
ცნობილია, რომ ნეგატიური ენერგიები რაც 7 თაობაში არსებობდა, შეიძლება მოქმედებდეს ჩვენზე.
ჩვენი საოჯახო სისტემა ჩვენზე იმდენად მოქმედებს, რომ ვერც კი წარმოგვიდგენია. გვგონია გავიზარდეთ, დამოუკიდებელი ადამიანები გავხდით და ჩვენი გზა გვაქვს, თუმცა ეს ასე არ არის. თუ ჩვენი ფესვები არ არის ჯანსაღი, ჩვენი შინაგანი მდგომარეობა ვერანაირად ვერ იქნება მშვიდი და შეთანხმებული.
თუ ხედავთ, რომ არ გეწყობათ ცხოვრება, ვერ მიდიხართ წინ, გაჩერდით და მოიხედეთ უკან, საიდან მოდიხართ, გადახედეთ თქვენს მშობლებს, წინაპრებს, გამოიკვლიეთ მათი ცხოვრება.
როდესაც ჩვენ გვაქვს ეს ნეგატიური ურთიერთობა მშობლების მიმართ, თუნდაც წყენები, რომელსაც ვერ ვიშორებთ, ეს ყველაფერი ბლოკავს ჩვენი საგვარეულოდან მომავალ ენერგიას. ანუ ჩვენ ვიკვებებით ჩვენი საგვარეულოდან მომავალი ენერგიით. დედის შტოდან და მამის შტოდან.
როგორ ეხმარება ქოუჩინგი თვითგამორკვევაში?
რა თქმა უნდა ქოუჩინგთან ერთად ჩვენ გვაქვს ფსიქოთერაპიაც, თუმცაღა ქოუჩინგური ტექნიკების მეშვეობით ადამიანი უღრმავდება საკუთარ ქვეცნობიერს, მოსდის გააზრებები, იცვლება მიდგომები მშობლებთან ურთიერთობაში, გააზრებას ხომ ერთგვარი თერაპიის ეფექტი აქვს. თუ კი არ გაუშვებთ წყენებს და არ დააღწევთ დღეს თავს, შესაბამისად, ის შემდგომ თქვენს შვილებზეც იმოქმედებს.