ამბობენ, რადგან მოდელის სამუშაო საკუთარ გარეგნობაზე განსაკუთრებულ ზრუნვას მოითხოვს, ამიტომ ლამაზმანებიც მუდმივად მკაცრ დიეტას იცავენ, თუმცა სინამდვილეში ასე არაა. გთავაზობთ საუზმის რამდენიმე ვარიანტს, რომლითაც მოდელების დილა იწყება.
* ჯიჯი ჰადიდი – ახალგაზრდა ლამაზმანის ყოველდღიურ რაციონს პური, კვერცხი და რძე შეადგენს, ზედმეტი კალორიებისგან განთავისუფლებაში კი, კრივი ეხმარება.
* ქენდის სვეინპოლი – კენდისი დარწმუნებულია, რომ თუ ნოყიერი საკვებით ისაუზმებს მთელი დღე დანაყრებული იქნება და წახემსებაზეც აღარ დაკარგავს დროს, სპორტის სახეობებიდან კი, უპირატესობას კრივს, ბატუტზე ხტომას და ძალისმიერ ვარჯიშებს ანიჭებს.
* მირანდა ქერი – Victoria’s Secret-ის ერთ-ერთი ანგელოზი დილას ადუღებული ცხელი წყლით იწყებს ლიმონის წვენის დამატებით და დარწმუნებულია, რომ იდეალური ფორმის შესანარჩუნებლად მუდმივად მოძრაობაა საჭირო.
* კარლი კლოსი – კარლის საიდუმლო მრავალფეროვანი ფიზიკური ვარჯიშებია, თუმცა მის ფავორიტად ბავშვობიდან მაინც კლასიკური ცეკვა ითვლება.
* ნინა აგდალი – ნინას საიდუმლო იარაღი ჭარბ კალორიებთან ბრძოლაში Barry’s Bootcamp-ის პროგრამაა – საინტერესო ვარჯიშები სამხედრო მომზადების ელემენტებით.
* ჟიზელ ბიუნდჰენი – განსაკუთრებული დილის რიტუალი ჟიზელისთვის ლიმონის, კიტრის და ვაშილის სმუზის მირთმევაა, სპორტით კი, დიდი ხანია გატაცებულია და უპირატესობას აღმოსავლურ ორთაბრძოლებს ანიჭებს.
* დაუტცენ კრუსი – ნოყიერად საუზმობის შემდეგ, რომელიც მთელი დღე ენერგიით უზრუნველყოფს, კრუსი ყოველ დილას ციტრუსის ფრეშსაც მიირთმევს.
* ადრიანა ლიმა – იმუნიტეტის გასაძლიერებლად მოდელი ყოველ დილას ერთ კოვზ თაფლს მიირთმევს. სპორტის კლასიკურ სახეობებთან ერთად კი, კაპოერათიცაა გატაცებული.
* როუზი ჰანტინგტონ-უაიტლი – საკვების მიღებამდე 15 წუთით ადრე როუზი ერთ ჭიქა წყალს სვამს, დღის მანძილზე კი, შიმშილის გრძნობას მჟავე ხილს იკლავს.
* ირინა შეიკი – მოდელს სახლში მომზადებული კერძები, განსაკუთრებით ბლინები და თაფლის ნამცხვარი უყვარს, ზედმეტ კილოგრამებს კი, სპორტდარბაზში ამუშავებს, რომელსაც კვირაში ხუთჯერ სტუმრობს.