LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ინარჩუნებს ახალგაზრდობას მიშა ანდღულაძე: „მარკეტში ქალმა მითხრა, – იუმორისტებიდან ყველა დაბერდა, თქვენ გარდაო…“

109
მიშა ანდღულაძე

იუმორისტი მიშა ანდღულაძე გულახდილად ესაუბრა ჟურნალ „გზას“ ახალ გამოწვევებზე და მისი დამარცხების მეთოდზე, ასევე – ახალგაზრდობის შენარჩუნების მისეულ საიდუმლოზე…

მიშა, როგორ ხართ, როგორ მიდის თქვენი საქმეები?

არაჩვეულებრივად. ჯანმრთელობა ხელს მიწყობს. ამას წინათ მარკეტში ქალმა მითხრა, – იუმორისტებიდან ყველა დაბერდა, თქვენ გარდაო. რაღაცნაირად, ისე მესიამოვნა, რომ ახლა დავდივარ, კომედიანტებს ვეძებ, რომ შევახსენო – ახალგაზრდობის მხრივ, ყველა დამემსგავსოს და ბოტოქსის ინიექციებს შეეშვან, რადგან ბევრი კომედიანტი „დაბოტოქსებული” დადის.

მამაკაცები?

ჰო, აბა, რამ დააბერა?!.

საინტერესოა თქვენი ცხოვრების სტილი: ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად განსაკუთრებულად ზრუნავთ?

განსაკუთრებული არაფერია: სისულელეებზე დარდში დროს არ ვხარჯავ, კონფლიქტებს ვერიდები და ალბათ, ახალგაზრდობის საიდუმლოც ეს არის.

როგორ მიაღწიეთ იმას, რომ განსაზღვროთ, თუ რა არის “ზედმეტი სანერვიულო” და არ ინერვიულოთ?

უბრალოდ, ერთ დღესაც გამახსენდა, რომ ბოლოს მაინც ყველანი ვიხოცებით და ცხოვრება უნდა მოვასწროთ. აი, ეს რომ გავიზიარე, მას შემდეგ ჩემმა ასაკმა კლება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები