LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ მინდა, ხვალ იქ დამხვდეს და წამოვიყვანო“ – შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა

408
დავით ბერიაშვილი - შოვის ტრაგედია

შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყო დავით ბერიაშვილი.

ტრაგედიიდან ერთი წლის მერე დავით ბერიაშვილის დედა, ია მერებაშვილი სოციალურ ქსელში ტკივილით სავსე წერილს აქვეყნებს:

„როგორ მინდა, ხვალ იქ დამხვდეს და წამოვიყვანო“, – წერს ია მერებაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რაჭაში ღვარცოფი 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათისთვის მოვარდა. 2023 წლის 24 ოქტომბრის მონაცემებით, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 32 ცხედარი. ბოლო დაღუპული მაშველებმა 10 სექტემბერს, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში იპოვეს. მაშველები დღემდე ეძებენ 33-ე დაკარგულს, არასრულწლოვან ბიჭს.

„სიზმარში დათო ვნახე, ტალახში წაიქცა, მისახმარებლად მივედი, მაგრამ იქ არავინ დამხვდა.. მასთან გართობა მენატრებაო“ – დავით ბერიაშვილის დედა უმცროსი ქალიშვილის სიზმარზე წერს

„გაზაფხულდა და მე კი ვბრაზობ.. აყვავებულ იებზე, დათოს საყვარელი სახლის ეზო ლურჯად რომ გადააფერადა.. თვალებს ვხუჭავ, არ მინდა დავიჯერო რომ გაზაფხულია“ – შოვის ტრაგედიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები