19 სექტემბერს ცნობილი მომღერლის, ნუკრი კაპანაძის დაბადების დღე იყო. მას განსაკუთრებულად მიულოცეს კოლეგებმა, ნოდიკო ტატიშვილმა და ზუკა ხუციშვილმა, რომლებიც “რუსთავი 2”-ის დილის გადაცემას სტუმრობდნენ უქმეებზე.
ნოდიკომ და ზუკამ ბენდთან ერთად „იაგუნდი“ შეასრულეს, სიმღერა, რომელიც წლებია, ნუკრი კაპანაძის სავიზიტო ბარათად არის ქცეული.