LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მივიღოთ ცვლილებები – FM ქოუჩი

10
ocuch202117

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ მივიღოთ ცვლილებები – ამ თემაზე გადაცემაში “FM ქოუჩი” ქოუჩმა ნინო ეფხოშვილმა ისაუბრა.

რამდენად მნიშვნელოვანია ცვლილებები ადამიანისთვის?

ჯერ კიდევ ჯონ კენედი ამბობდა, რომ ცვლილება არის ცხოვრების კანონი. ისინი ვინც მხოლოდ წარსულს ან აწმყოს უყურებენ, ცხადია, ვერ შეძლებენ მომავლის შესაძლებლობების გამოყენებას. ცვლილება გარდაუვალია. აი, ამ კონკრეტულ წამსაც, მაგალითად, ჩვენი სხეული და უჯრედები იცვლება. დედამიწა იცვლება, ეკონომიკა, ტექნოლოგიები, ჩვენი კომუნიკაციაც კი იცვლება. ჩვენ შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ ამ ცვლილებებს და განზე გავდგეთ, ან ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ მასთან, მოვერგოთ და სარგებელი მივიღოთ ამ ცვლილებით.

განვითარდი ან მოკვდი, მიჰაი ჩიქსენ მიჰაის ცნობილი ფრაზა, ბევრს გვსმენია და ამის მრავალი მაგალითი არსებობს, როგორ მოკვდა ბევრი კომპანია იმის გამო რომ ფეხი ვერ აუწყო ცვლილებას, და პირიქით, როგორ გამოიყენეს კომპანიებმა ცვლილება თავის საკეთილდღეოდ.

არჩევანი ჩვენზეა წინააღმდეგობას გავუწევთ ამ ცვლილებას თუ მივიღებთ მას, ვითანამშრომლებთ მასთან და ვისწავლით როგორ მივიღოთ ამით სარგებელი.

როდესაც ვიღებთ ცვლილებას, როგორც ცხოვრების გარდაუვალ ნაწილს, ვეძებთ გზებს ახალი ცვლილებები როგორ გამოვიყენეოთ იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრება უფრო მდიდარი, უფრო მარტივი და უფრო სავსე გავხადოთ, ცხოვრებაც უკეთესი ხდება. ჩვენ ვიყენებთ ცვლილებას როგორც ზრდის და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

რა ტიპის ცვლილებები არსებობს?

უნდა გავაცნობიეროთ რომ 2 ტიპის ცვლილება არსებობს: ციკლური ცვლილება და სტრუქტურული ცვლილება.  ციკლური ცვლლება, როგორიცაა, მაგალითად ამინდის სეზონური ცვლილებები, გაზრდილი ხარჯვის მაჩვენებლები არდადეგებზე, მეტი მოგზაურობა ზაფხულობით და ა.შ. ეს არის ცვლილებები რომელიც ხდება ციკლურად და ჩვენ ამას ვიღებთ როგორც ცხოვრების ნორმალურ ნაწილს.

მაგრამ არსებობს ასევე სტრუქტურული ცვლილებებიც _ როგორიცაა, მაგალითად, როდესაც კომპიუტერები გამოიგონეს და ინტერნეტი შეიქმნა და ამ ორივე ტექნოლოგიამ სრულიად შეცვალა ის თუ როგორ ვცხოვრობთ, ვმუშაობთ, ინფორმაციას როგორ ვიღებთ, როგორ ვაკეთებთ შეკვეთებს და ა.შ.
ასეთი ტიპის სტრუქტურული ცვლილებები, არის ისეთი ცვლელებები სადაც ისე აღარ გავაკეთებთ რაღაცეებს როგორც ადრე ვაკეთებდით, ძველებურად აღარ იქნება. ახლაც სწორედ ასეთი სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს მსოფლიოში. და სწორედ ახლა არის მნიშვნელოვანი საფრთხე, როგორც ბიზნესისთვის, ისე ცალკეული ადამიანისთვის, რომ თუ შეეწინააღმდეგება ამ ცვლილებებს შესაძლოა თამაშ გარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

იმისათვის რომ მიიღოთ ცვლილება არსებობს ე.წ ცვილებების კითხვარი, რომელსაც ხშირად ვიყენებ ქოუჩ-სესიების დროს:

რა არის ის ცვლილება თქვენს ცხოვრებაში რომელსაც ეწინააღმდეგებით ახლა?
რატომ ეწინააღმდეგებით ამ ცვლილებას?
რისი გეშინიათ რომ ამით შეიცვლება
რისი გეშინიათ რომ თქვენ შეიძლება დაგემართოთ?
რა არის კარგი იმაში რომ ყველაფერი ისე დავტოვო როგორც არის?
რა არის ცუდი იმაში რომ ყველაფერი ისე დავტოვო როგორც არის?
რა სარგებელი შეიძლება მოგიტანოთ ამ ცვლილებამ?
რა უნდა გააკეთოთ იმისათვის რომ ითანამშრომლოთ ამ ცვლილებასთან?
რა არის შემდეგი ნაბიჯი რაც შეგიძლიათ გადადგათ ამ ცვილებასთან სათანამშრომლოდ?
როდის გადადგამთ ამ შემდეგ ნაბიჯს?

სწორი კითხვების დასმით, მეტი გაცნობიერებით, სიტუაციის სწორად შეფასებით და აქედან გამომდინარე, შემდეგი ქმედებების დაგეგმვით, შესაძლებელია რომ, ნაცლად იმისა რომ შევეწინააღმდეგოთ, გამოვიყენოთ ცვლილება და მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ მისგან.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები