LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოაგვარებს მთავრობა ონლაინ სესხების პრობლემას?

50

ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების საქმიანობა უნდა დარეგულირდეს, თუმცა ისე, რომ არ დაზარალდეს არც ბიზნესი და არც მომხმარებელი, ამის შესახებ ”საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელმა, გიორგი კეპულაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, რეგულაციები ძალიან ყურადღებით და ფრთხილად უნდა შეირჩეს, ვინაიდან ამან, შესაძლოა, შეზღუდოს კონკურენცია და გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები მსგავს სესხებზე.

”ამ სექტორისგან  მომხმარებლებისთვის გარკვეული პრობლემები წარმოიშვა.  ერთი, რაც აღსანიშნავია, კარგი იქნება, თუ ეს კომპანიები არ გასცემენ სესხებს ისეთ მსესხებლებზე, რომლებიც გადახდისუუნაროები არიან. ხშირად, ონლაინ სესხს ისეთი მომხმარებლები იღებენ, რომლებსაც უკვე აქვთ გარკვეული ფინანსური ვალდებულება ან ბანკებთან, ან იმავე ტიპის ონლაინ ორგანიზაციებთან” – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

რაც ეხება საკითხს, უნდა დააწესოს თუ არა მთავრობამ ონლაინ სესხზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი, კეპულაძე მიიჩნევს, რომ ეს არასწორი იქნება. მისი აზრით,  თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაში, სასესხო პროცენტს უნდა განსაზღვრავდეს ბაზარი და კონკურენცია. როგორც კეპულაძე აცხადებს, როგორც კი იქნება მაღალი კონკურენცია, მსგავსი ტიპის კომპანიები შეეცდებიან, მომხმარებელს უფრო კარგი პირობები შესთავაზონ.

”ონლაინ სესხების გაცემის მასშტაბები საკმაოდ დიდია, 4 მილიონი სესხია გაცემული და აქედან 10% არის დეფოლტი, ანუ ე.წ. გაფუჭებული სესხი, რაც იმას ნიშნავს, რომ 400 ათას ადამიანს აქვს პრობლემა ონლაინკომპანიასთან.  უნდა დაწესდეს გარკვეული რეგუალციები, თუმცა ამან არ უნდა დააზიანოს არც მომხმარებელი და არც ბიზნესი” – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

”საზოგადოება და ბანკების” თავმჯდომარე კომუკიურად მიიჩნევს, რომ ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების საქმიანობა ეროვნულმა ბანკმა უნდა დაარეგულიროს. გიორგი კეპულაძის თქმით, ერთ წელზე მეტია, მთავრობა ამტკიცებს, რომ საბანკო ზედამხედველობა ეროვნულ ბანკს არ უნდა ეხებოდეს, ამიტომ ამ ფონზე, გაუგებარია, რატომ უნდა დაევალოს ამ საფინანსო ინსტიტუტს ონლაინ სესხების დარეგულირება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g