LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოირგო თეონა ბაღდავაძემ 12 წლის გოგონასთვის განკუთვნილი შარვალი – წონაში დაკლების 7 რჩევა პიარის სპეციალისტისგან

4463
teona-bagdavadze

ცნობილი პიარის სპეციალისტი, თეონა ბაღდავაძე წონაში საგრძნობლად კლების შესახებ ყოველდღიურად რჩევებს სოციალური ქსელების საშუალებით გასცემს და უამრავ ადამიანს პასუხობს. მან ბოლო პერიოდში იმდენად დაიკლო, რომ 12 წლის გოგონას მოტკეცილ შარვალს ირგებს.

fortuna.ge-ს ექსკლუზიურად გაუზიარა რჩევების ნაკრები, რომელიც მას გახდომაში დაეხმარა.

თეონა ბაღდავაძე: 

ცოტა შორიდან დავიწყებ – იმისთვის, რომ ადამიანმა კარგად იგრძნოს თავი და თავად როგორც მოსწონს, ისეთ ფორმაში იყოს, არ არის აუცილებელი, რომ 12 წლის გოგონას მოტკეცილი შარვალი ეცვას. უბრალოდ, მე მაქვს თხელი აღნაგობა და ჩემი მინიმალური წონა შეიძლება იყოს თითქმის ბავშვის წონასთან გათანაბრებული. ბევრი ულამაზესი გოგონა ვიცი, რომელიც შეიძლება, წონით ჩემზე მეტია, მაგრამ ასევე მეტია სილამაზითა და ინტელექტით. ხშირად არასწორად ინტერპრეტირებენ იმას, რომ ადამიანები, ვინც წონის დაკლებას ცდილობენ, შეურაცხყოფას აყენებენ მათ, ვისაც ამისი სურვილი არ აქვს. ეს არის ყველას პირადი არჩევანი – ვიღაცას მოსწონს ქერა თმა, ვიღაცას – შავი, ვიღაცას ჯინსი და ვიღაცას – ელასტიკი. ამ შესავალს იმიტომ ვაკეთებ, რომ ასეთი პოსტების ქვეშ ვაწყდები აგრესიულ კომენტარებს, არადა, მათი მიზანი არის საკუთარი თავის და სხვების მოტივაციაც.

მაღაზიაში რომ შევედი, 1-ელ ივნისს, ვერც მივხვდი, რომ მოტკეცილი შარვალი, რომელიც მოვირგე, 12 წლის ბავშვისთვის იყო განკუთვნილი.

ზოგადად, ჩემი ცხოვრების სტილის შეცვლამ გამოიწვია ის, რომ დავიკელი 9 კილო, რაც ჩემთვის ბევრია, რადგან არასდროს მქონია ზედმეტი წონა, 59 კილოზე მეტი არ ვყოფილვარ ცხოვრების არც ერთ მონაკვეთში. 59 კილო არის სავსებით ნორმალური წონა 37 წლის ქალისთვის, მაგრამ მე თავს კომფორტულად ვგრძნობ 50 კილომდე, ჩემთვის სასიამოვნო წონაა 48-49 კილო. ეს არ არის ძალიან დაბალი წონა ჩემთვის. რამდენჯერმე რომ მივედი ფიტნესდარბაზში, მითხრეს, რომ უნდა მოვიმატო, რადგან კუნთის მასა გამეზარდოს, თუმცა მე არ მომწონს ფიტნეს სხეულები, ძალიან გამოკვეთილი საჯდომი და ღონიერი ფეხი. ეს ჩემი ესთეტიკა არ არის, თუმცა ზოგადად, სასიამოვნოა ამის ყურება.

თავიდან დიდად არ დამეტყო, სანამ არ ჩამოვედი 50 კილომდე.

  1. მოთმინება არის პირველი სიტყვა, რაც წონასთან მიმართებით უნდა ვახსენოთ. მოთმინების გარეშე დავიზიანებთ ნერვულ სისტემას და ემოციურ მდგომარეობას. იმისთვის, რომ გამოიყურებოდე გამხდრად, უნდა იფიქრო და მოიქცე ისე, როგორც მოიქცეოდა გამხდარი ადამიანი. საკუთარ თავს შეხედეთ, თითქოს უკვე სასურველი წონა გაქვთ. მაგალითად, რას მიირთმევდა 50 კილო თეონა, როგორი მოიქცეოდა. მივხვდი, რომ საჭმლის დიდი რაოდენობით მირთმევა არის უბრალოდ ჩვევა, რომელიც ნელ-ნელა განგივითარდა. უნდა მიირთვათ ნელა. შეგიძლიათ თუ არა, ზუსტად გაიხსენოთ საჭმლის გემო, რომელიც ახლახან მიირთვით? აღმოაჩენთ, რომ ვერა, რადგან ჩვენ ხშირად ისე სწრაფად და გაუაზრებლად მივირთმევთ, რომ მისი გახსენება გაგვიჭირდება. ისწავლეთ საჭმლისგან სიამოვნების მიღება. როგორც კი ამას დაიწყებთ, შემცირდება პორციაც და კალორიაც. დანაყრების სიგნალი უფრო კარგად მიეწოდება თქვენს ტვინს.
  2. 8 საათის მერე კატეგორიულად არ უნდა მიირთვათ არც ერთი ლუკმა. 8 საათის მერე მიღებული საკვები პირდაპირ ცხიმში გარდაიქმნება. უნდა დაივიწყოთ რიტუალი, რომ სახლში მოხვედით დაღლილი და დასტრესილი და უნდა ივახშმოთ, ჭამა ნიშნავს სტრესის გაქრობას, მაგრამ შეგრჩებათ ზედმეტი კილოგრამები. ჭამა არ არის მხოლოდ ფიზიოლოგიური შიმშილის დაკმაყოფილების გზა, ეს არის ფსიქოლოგიური შიმშილის დაკმაყოფილების გზაც. საღამოს დაღლილი რომ მოდიხარ, მაცივრის გამოღება და მისი გამოსუფთავება გინდება, მაგრამ ამ დროს ყველაზე ძალიან იმატებ. გვიანი ვახშამი და დიდი პორცია არის ადამიანის ყველაზე დიდი მტერი… 
  3. ჭამის დროს საუბარი რომ არ შეიძლება და ტელევიზორის ყურება – ბავშვობაში გაგონილი ეს გამონათქვამები სინამდვილეში არ არის მითი. მაგალითად მე, როდესაც მივირთმევ, თუკი ამ დროს მეგობარი მესაუბრება, ვცდილობ, საჭმელი გადავდო და მერე დავუბრუნდე მას… ჩვენი ქცევა უფრო მნიშვნელოვანია, როგორ მივირთმევთ და არა – რას მივირთმევთ.
  4. წყალი – წყლის მიღებისას მეც ვუშვებდი შეცდომებს და ვერ ვხვდებოდი. წყალი ძალიან მიყვარს და დღის მეორე ნახევარში ლიტრნახევარ წყალს ვიღებდი ხოლმე. წყალი უნდა მიიღოთ ჭამამდე ოცი წუთით ადრე, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ და აუცილებლად ყლუპ-ყლუპად, რათა თირკმელებზე დიდი დაწოლა არ წავიდეს და შეშუპება არ გამოიწვიოს. ორი ლიტრის მითი სისულელეა. თქვენი სიმაღლის მიხედვით უნდა დაარეგულიროთ. ჩემთვის ეს არის ლიტრზე ცოტა მეტი, მაგრამ ამაში არასდროს შედის ჩაი, ყავა, არ ვიღებ არანაირ წვენს, მინერალურ სასმელს კი ვცდილობ გაზი გავუყვანო, რომ კუჭი არ დამიზიანოს.
  5. ვარჯიშს ვურჩევ ადამიანს, რომელსაც ზედმეტი წონა აქვს, ისეთ დროს, როდესაც დიეტის შემდეგ წონას დაძრავს – ჯერ უნდა დაიწყოთ კვების რეჟიმით და შემდეგ გადახვიდეთ ვარჯიშზე. მე იმხელა წონა არასდროს მქონია, რომ ჩემი ორგანიზმისთვის ეს პრობლემა ყოფილიყო. ჩემთვის ვარჯიში სიამოვნებისა და ენდორფინების გამოყოფის წყაროა. 
  6. სიმსუქნისა და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარებისკენ ყველაზე მოკლე გზა არის ზედმეტად მიღებული შაქარი – მას ტვინი აღიქვამს, როგორც ჯილდოს, შესაბამისად, იწვევს ნარკოტიკულ მიჩვევას. აუცილებლად შეამცირეთ რაფინირებული შაქარი და ცომეული, მე ხორცი და რძის პროდუქტებიც შემცირებული მაქვს, მაგრამ შაქარი და თეთრი ცომი არის პირდაპირ სიკვდილი. ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ამოიღოთ ეს ორი მავნე პროდუქცია თქვენი რაციონიდან. მეც ხშირად მაკრიტიკებენ და ისედაც მომისმენია, რომ ჯანსაღი კვება არის ძვირი. ცხადია, ასეა, მაგრამ თუ თქვენ მიიღებთ ხელმისაწვდომ პროდუქტებს, კვერცხს, წიწიბურას, ხაჭოს, ნამდვილად არ დაგიჯდებათ იმაზე ძვირი, ვიდრე ჯდება სტანდარტული პროდუქცია, თანაც, ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია საკუთარ ჯანმრთელობაში.
  7. რაც შეეხება დეტოქსს – ახლა დავდივარ დავით ვაშაძის ჯანმრთელობის ცენტრში, რომელსაც აქვს ფიტომედიცინის მიმართულებით უნიკალური ცოდნა. დეტოქსი არის ერთ-ერთი პირველი გზა ძილის, ზედმეტი ემოციურობის, კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. დავით ვაშაძის მეუღლე ჩემი მეგობარია, ორკვირიანი პროცედურა ჩავიტარე და სანამ შედეგი არ ვნახე, არაფერი დამიწერია. ასევე ჩავიტარე ნაწლავების გამორეცხვის პროცედურა. შედეგი არის ის, რომ ფიზიკურად ასე კარგად თავი არ მიგრძნია დიდი ხანია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ჯანსაღად ვცხოვრობდი. ჰიდროკოლონოთერაპია, როგორც ჩანს, გეხმარება იმ ტიპის შლაკების გამოდევნაში, რასაც 18-საათიანი შუალედის დიეტით გააკეთებ და ვერც სხვა საშუალებით. ეს პროცედურა დამეხმარა შეშუპების შემცირებაში, კანის პრობლემების მოგვარებაში და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები