LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ჰყვება თეონა ბაღდავაძე კვებით აშლილობაზე და სტრესზე: „მუდმივად „უჭმელ“ ადამიანს ღამის ოთხზე შემეძლო გამენადგურებინა ტორტის ნახევარი, რომელიც 12 კაცისთვის იყო განკუთვნილი…“

298
თეონა

პიარის სპეციალისტი თეონა ბაღდავაძე

„დღეს ბევრს საუბრობენ კვებით აშლილობებზე, ემოციებთან გამკლავების გზაზე, რომელსაც ბოლო მონაცემებით მსოფლიოში 70 მილიონი ადამიანი ებრძვის.

ფორმები განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგალითად  ერთ ერთი ყველაზე მძიმე ED ( კვებითი აშლილობის) ფორმა ბულიმია, რომლითაცპრინცესა დიანა იტანჯებოდა.

ჩემი ისტორია მინდა გაგიზიაროთ, სტრესთან გამკლავების გზა  Food Binging  18 წლის ასაკში გახდა ჩემი მეგზური 20 წელი, მაქსიმუმ, რამდენიმე თვით ვშორდებოდით ერთმანეთს.

თავიდან ვერ ვხვდებოდი, რა დამემართა, მუდმივად „უჭმელად“  მოხსენიებულ ადამიანს, რომელსაც ნახევარი (12 ადამიანისთვის განკუთვნილი  ბელას ტორტი, 4 სნიკერსი და ა.შ. შემეძლო გამენადგურებინა ღამის 4 საათზე.

ამას ტალღად მოჰყვებოდა უმკაცრესი დიეტა და ისევ საკვების გაუაზრებლად მიღება.

15 წელი დამჭირდა, რომ გამეგო, რომ ეს ჩემი ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმი არაფერ შუაშია ნებისყოფასთან ან საჭმლის სიყვარულთან, არამედ სურვილთან, რომ სადღაც მიმალო და მიჩექმო შენი ემოციები…

კიდევ 5 წელი, რომ მესწავლა მეტ-ნაკლებად როგორ დამეხარისხებინა და არ „დავეერორებინე” ჭარბ პოზიტიურ და ნეგატიურ ემოციებს.

დღეს შედარებით მართვადია ჩემთვის პროცესი, ოღონდ არა რაციონალური, არამედ ისევ ემოციური გზით.

როდესაც რაიმე მაწუხებს, ან მიხარია, აუცილებლად ვჩერდები და ვუსმენ ამ ემოციას, შეგრძნებას, ხატებას,ს ხეულის რომელ ნაწილთან რეზონირებს ყველაზე მეტად.

ამ ფოტოებში სხვაობა ხუთი წელია, 10 კილო და რაც მთავარია საკუთარი თავის არმიტოვების პირობაა არც ერთ სიტუაციაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები