ალბათ ნებისმიერი ოცნებობს მოდის, კინოსა და გასტრონომიის დედაქალაქში – პარიზში ცხოვრებაზე, ამიტომ სანამ შესაფერის ბინას შეარჩევთ, შეგიძლიათ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ვარიანტებს გადაავლოთ თვალი. და თუ პარიზში ვერ გადასახლდებით, შეგიძლიათ თქვენივე ბინა მოაწყოთ პარიზული დიზაინით.
* ბინა (400 კვ. მეტრი) მე-16 ოლქი, ლა-მიუტეს რაიონი
ტიპიური „პარიზული ბინა“ ოთხი საძინებელით და ეფექტური სასტუმრო ოთახით, მაღალი ჭერით, უზარმაზარი ძველებური ფანჯრებით და თანამედროვე დიზაინერული ავეჯით „ლა-მიუტეს“ მეტროსადგურთან ახლოს, არქიტექტორმა შარლ ზანამ გააფორმა.
* ბინა (400 კვ. მეტრი) მე-16 ოლქი, პასის რაიონი
კიდევ ერთი, მდიდრული ბინა პარიზის მე-16 ოლქში ხუთმეტრიანი ჭერით, სამი საძინებლით, ჩუქურთმითა და ბროლით გაწყობილი აბსოლუტურად კლასიკური ინტერიერით.
* ბინა (210 კვ. მერტი) მე-18 ოლქი, გრანდ-კარიერის რაიონი
ბინა მონმარტრის ძირში, კლიშის მოედანსა და კაბარე „მულენ რუჟთან“ ახლოს, თავისი დიზაინერული ავეჯით ძალიან ჰგავს ბოჰემურ მანსარდას და კარგად ერგება რაიონის ანტურაჟს.
* ბინა (450 კვ. მეტრი) მე-16 ოლქი, მარშალ-მონორის რაიონი
მორიგი ბინა პარიზის ულამაზეს, ყველაზე პოპულარულ რაიონში თავისი სამი საძინებელით და მე-19 საუკუნის კლასიკური ინტერიერით.
* ბინა (138 კვ. მეტრი) მე-7 ოლქი, ფობურ სენტ ონორეს ქუჩა
ორიგინალური ბინა ქალაქის ცენტრში, ელისეის მინდვრებთან, თანხმობის მოედანსა და რივოლის ქუჩებთან ახლოს, ამერიკელი შონ ჰენდერსონის მიერ შექმნილი ულტრათანამედროვე ინტერიერით და სუპერდიზაინერული ავეჯით.