LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვემზადოთ მოლაპარაკებებისთვის – FM ქოუჩი

64
tatosixarulidze45

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ მოვემზადოთ მოლაპარაკებებისთვის – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ კონსულტანტმა ტატო სიხარილიძემ ისაუბრა.

საიდან იწყება მოლაპარაკებებისთვის მომზადება?

ითვლება, რომ მომზადება მნიშვნელოვანია ნებისმიერ საქმიანობაში. მაგალითად, სპორტში ჯეროვანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. სამხედროები თვლიან, რომ ჯეროვანი მომზადება წარმატების საწინდარია. ციერტის და მარშის, ან ანსოფის მიხედვით, მომზადება ბიზნესში უკავშირდება მიზნების, სტრატეგიული ამოცანების, გარკვეული პოლიტიკების დასახვას და გამოწვეულია რისკების შემცირების სურვილით. თუმცა ზოგი მკვლევარი მომზადებას პანაცეად არ მიიჩნევს. მიცენბერგი მომზადებას ადარებს „ჩვეთვის უცნობ წყლებში წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის გაყოლას, რომელიც აისბერგთან შეჯახების საწინდარია.“

ვთვლი, რომ მომლაპარაკებლებმა შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ ჩინელი სამხედრო მოაზროვნის შემდეგი გამონათქვამით:
„ისინი ვინც გაწაფულები არინ ბრძოლაში, არ ბრაზდებიან. ისინი ვინც გაწაფულები არიან გამარჯვებაში, მათ არ ეუფლებათ შიში. შესაბამისად, ბრძენი იმარჯვებს მანამ სანამ დაიწყება ბრძოლა, ხოლო უმეცარი იბრძვის გამარჯვებისთვის“ (ჟუ ლიანგი, მესამე საუკუნე), ხოლო იმისთვის, რომ დავემსგავოთ ბრძენს უნდა მოვემზადოთ.

არსებობს მიმართულება, რითის შეგვიძლია ვიხელმძრვანელოთ?

მე შემოგთავაზებთ ჩემი ფრანგი კოლეგების ლამპერერისა და კოლსონის მომზადების 10 პუნქტიან გეგმას, რომელიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი მომლაპარაკებლის გზამკვლევი.

აღნიშნული 10 პუნქტი 3 ძირითად განზომილებაში იყრის თავს, რომელიც ნებისმიერ მოლაპარაკებაში შეგვხვდება.

• ვინ?
– ურთიერთობები
– მანდატი
– დაინტერესბულ პირთა ”რუკა”

• რა?
– ძირეული ინტერესები და მოტივაციები
– ალტერნატივები მოლაპარაკებების მაგიდასთან
– გამოსავალი მოლაპარაკებების მაგიდის მიღმა (გეგმა ბ)
– დასაბუთება

• როგორ?
– პროცესი
– კომუნიკაცია
– ლოჯისტიკა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები