როგორ მოვიქცეთ, რომ დღევანდელმა დღემ იღბლიანად, მშვიდად და ჩვენთვის სასიკეთოდ ჩაიაროს?
ლითეროთერაპევტი, ფსიქოლოგი და ჟურნალისტი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში დღევანდელი დღის, 19 ივნისის შესახებ თავის გამომწერებს ინფორმაციას უზიარებს:
„ვააქტიურებთ დღის ენერგიას 19 ივნისი. დღეს ვაწყობთ ჩვენს დღეს სიმსუბუქეზე, იღბალზე, შინაგან სიმშვიდესა და მოვლენების სწორ დინებაზე.
აურზაურის, შფოთვისა და იმ განწყობის გარეშე, როცა ამბობ: „კარგი, სამყაროვ, დავიღალე , ახლა შენ იმუშავე“
დღის კოდი: 606 750
წარმოთქვით ის ხმამაღლა 3-ჯერ მშვიდად, თავდაჯერებულად და იმ განცდით, თითქოს კეთილი ამბების, სასიამოვნო დამთხვევებისა და საჭირო ადამიანებისკენ კარს აღებთ.
შემდეგ კი კოდი ერთხელ დაწერეთ: ფურცელზე, მაჯაზე ან პირდაპირ კომენტარებში
დაე, დღევანდელი დღე მშვიდად, ლამაზად და თქვენს სასიკეთოდ განვითარდეს. დაე, ყველაფერი ზედმეტი გვერდს აგივლიდეთ, ხოლო საჭირო შესაძლებლობები მარტივად და დროულად მოვიდეს თქვენს ცხოვრებაში.
ენერგია აქტიურდება. ნაკადი იხსნება. ეს დღე ჩემს სასიკეთოდ მუშაობს.
დაალაიქეთ თუ ამ დღეს იღბლის, სიმსუბუქისა და სასიამოვნო ცვლილებების ენერგიით ააქტიურებთ“, – წერს თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში.
