LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიძლება, ვიღაცამ რაღაც გითხრას და პირველივე წამს ძალიან მძაფრად იმოქმედოს…“ – რასთან დაკავშირებით გვმართებს ყველაზე მეტი სიფრთხილე 27-30 აგვისტოს

329
თამუნა იოსელიანი

ლითეროთერაპევტი, ფსიქოლოგი თამუნა იოსელიანი 27-30 აგვისტოს პერიოდში სიფრთხილის გამოჩენას გვირჩევს:

„27 – 28 – 29 – 30 აგვისტოს რაზე გმართებს ყველაზე მეტი სიფრთხილე!..

1. სიტყვებზე.

შეიძლება ვიღაცამ რაღაც გითხრას და პირველივე წამს ძალიან მძაფრად იმოქმედოს.

არ უპასუხო მაშინვე.

განსაკუთრებით 27–29 აგვისტოს, თუ ვინმე გაწყენინებს, მიეცი თავს რამდენიმე საათი.

2. ოჯახურ საკითხებზე.

შეიძლება ძველი თემა ისევ ამოტივტივდეს. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კონფლიქტი უნდა მოხდეს.

შენთვის უკეთესი სცენარია:

„ვხედავ ამას, მაგრამ აღარ ვრეაგირებ ძველი ჩვევით.“

3. ნერვულ სისტემაზე.

ურანი + მთვარის დაძაბულობა ასტროლოგიურად ხშირად აღიწერება როგორც მოულოდნელი შინაგანი დაძაბულობა, მოუსვენრობა, „აღარ შემიძლია ასე გაგრძელება“ განცდა.

ამიტომ 27–29-ში შენთვის კარგია:

ნაკლები ხმაური;

ნაკლები კამათი;

მეტი ძილი;

წყალი;

სეირნობა;

ტელეფონისგან პერიოდული გათიშვა;

მარტო ყოფნის დრო.

ოჯახი → სახლი → ემოციური უსაფრთხოება → წარსულის გაშვება…

ფრთხილად :

საჭესთან;

წყალთან;

გამოსროლილ სიტყვებთან;

გაუფრთხილდით ჯამრთელობას!..~

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები