ლითეროთერაპევტი და ეზოთერიკოსი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ 15 ოქტომბერი ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად ხელსაყრელი დღეა. მისივე თქმით, ეს პერიოდი „შესანიშნავი დროა იმის დასამკვიდრებლად, გასაძლიერებლად და გასამყარებლად, რაც უკვე შემოსავალს გვაძლევს!“:
„ვაშა! ეს დღეც დადგა! 15 ოქტომბერი, ამ კვირის ყველაზე ფულადი დღეა!
ნახეთ, ფულთან დაკავშირებული რა სამი შესაძლებლობა შეგვიკრიბა ერთმა დღემ!
1. ფულადი ნაკადის სტაბილიზაცია
ამაზე პასუხისმგებელია ინდიკატორი „დამკვიდრება“ — დღის 12 ინდიკატორიდან პირველი.
ის ჩვენს ფინანსურ წესებსა და საყრდენებს უკავშირდება: რას ვქმნით, რას ვეყრდნობით და რის განმტკიცება გვინდა ცხოვრებაში.
დღეს შესანიშნავი დროა იმის დასამკვიდრებლად, გასაძლიერებლად და გასამყარებლად, რაც უკვე შემოსავალს გვაძლევს!
2. ფინანსური რეზერვის შექმნა
ვარსკვლავი „საცავი“ გვახსენებს იმას, რაც დღევანდელ რეალობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მარაგი, დანაზოგი, ფინანსური რეზერვი , ეს მხოლოდ შავი დღისთვის გადადებული ფული არ არის. ეს თქვენი საყრდენი და უსაფრთხოებაა კრიზისულ პერიოდში.
მხოლოდ ფულის გამომუშავება კი არა, მისი შენარჩუნებაც
აი, ფინანსური ხელოვნების ნამდვილი საიდუმლო!
3. დაიჭირეთ იღბალი!
იქნება ეს მოულოდნელი თუ მოსალოდნელი, ფინანსური თუ სხვა მნიშვნელოვანი საქმეების წარმატებასთან დაკავშირებული შესაძლებლობა
დღეს გამოვიყენოთ დღის „ცი მენის“ რუკის პოტენციალი!
ჩრდილო-აღმოსავლეთში მთელი დღის განმავლობაში მოქმედებს სტრუქტურა „ჩიტი ბუდეში ვარდება“.
ფულის ენაზე ეს ნიშნავს: გამოიყენეთ იღბლისა და შესაძლებლობების ენერგია იმ საქმეებში, რომელთა წინ წაწევაც სწორედ დღეს გსურთ!
მთავარი პირობა: ზურგით დადექით ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით!
და ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის!
საღამოს შეხვედრამდე!
მოდით, ამ დღის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ!
დღეს ფულისთვის კარს ვაღებთ!
15 ოქტომბრის ენერგიას თქვენ როგორ გამოიყენებთ?
დაწერეთ კომენტარებში:
თუ გსურთ ფულადი ნაკადის გაძლიერება — დაწერეთ „ბარაქა“.
თუ თქვენი მიზანი დანაზოგისა და ფინანსური სიმყარის შექმნაა — დაწერეთ „სტაბილურობა“.
ხოლო თუ მზად ხართ ახალი ფინანსური შესაძლებლობებისა და წარმატების მისაღებად — დაწერეთ „წარმატება ჩემ მხარესაა!“
მოდით, კომენტარებში გავაერთიანოთ ჩვენი კეთილი განზრახვები და ერთმანეთს ბარაქა, წარმატება და ფინანსური კეთილდღეობა ვუსურვოთ!
დაე, ვიყოთ დალოცვილი, ჩვენი შრომა დაფასებული, შემოსავალი მზარდი და სახლები ბარაქით სავსე!“ – წერს იოსელიანი.
