საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემდეგ ობიექტებს:
- „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“;
- „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“;
- „რთვლის ტრადიცია საქართველოში“;
- „მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“;
- „მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“;
- „ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წეს- ჩვეულებები საქართველოში“.
სააგენტოს ვებსაიტის მიხედვით, ამ დრომდე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში 60-ზე მეტი ტრადიცია, გამოცდილება და სანახაობაა.
გადავწყვიტეთ გიამბოთ მესხურ ტრადიციული კერძზე, რომელიც არამატერიალური ძეგლების სიას მიემატა და რომლის მომზადებაც, როგორც ირკვევა, საკმაოდ დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ აპოხტის ხინკალი მომზადების წესითა და ინგრედიენტებითაც საკმაოდ განსხვავდება ჩვენთვის კარგად ნაცნობი ხინკლისგან.
აპოხტის ხინკალი – მესხური ტრადიციული კერძია და ამ კუთხეში საკმაოდ მოთხოვნადია. მესხურ ტრადიციულ კერძს, სადღესასწაულოდ, თითქმის ყველა ოჯახში ამზადებენ.
აპოხტი, საქონლის ხორცისგან მზადდება. დამარილებულ ხორცს ხის გობში ინახავენ. ერთკვირიანი შენახვის შემდეგ ხორცი ირეცხება.
ხორცი ზამთრის განმავლობაში შრება. გამომშრალი და დამარილებული ხორცი, მეომრებს ომში მიჰქონდათ.
“ბატონებთან” დაკავშირებული რიტუალები არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა გახდა