LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა: ღარიბაშვილი

114
სამების გუნდი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას – ქართულ გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!

პრემიერის განცხადებით, ეს დიდი აღიარება ქართული ტრადიციული საეკლესიო მუსიკის და ქართული გალობის სწავლებასა და განვითარებას, ასევე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

„პოლიფონიური ქართული გალობა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო და, ამავდროულად, კაცობრიობის უდიდესი კულტურული მონაპოვარია. ეს დიდი აღიარება ხელს შეუწყობს მის დაცვას, სწავლებასა და განვითარებას, ქართული თუ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდების მეტ დაინტერესებას, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო პოპულარიზაციას.

ეს მიღწევა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. ვულოცავ ცენტრის თითოეულ თანამშრომელს და მათთან ერთად, მთელ ჩვენს საზოგადოებას“, – წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

პოპულალურები