როგორ რეგულირდება უნებართვო მშენებლობები კერძო და სახელმწიფო მიწებზე – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა ისაუბრა.
როგორ რეგულირდება უნებართვო მშენებლობები კერძო მიწაზე?
ჩვენ ვართ მშენებლობაზე საჯარო ზედამხედველობის ორგანო, რომელიც სამშენებლო საქმეზე ზედამხედველობას მოიცავს, რაც მოიცავს უკანონო და ნებართვის მშენებლობის შემთხვევაში ნებართვის დაცვის კონტროლს.
უკანონო მშენებლობა გულისხმობს კერძო მიწაზე სამშენებლო ნებართვის გარეშე სამშენებლო საქმიანობას.
რაც შეეხება უნებართვო მშენებლობების გამოვლენას, გვაქვს ბევრი მექანიზმი, არის ინსპექტირება და მონიტორინგი, ასევე გვაქვს რეაგირება შემოსული ინფორმაციაზე, საჩივრებზე, სოც. ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე.
რა ხდება მომდევნო ეტაპზე?
პირველ ეტაპზე სამშენებლო საქმიანობის შეჩერების დადგენილება მიღებული, შემდგომში ხორციელდება როგორც ფინანსური სანქციები, ასევე დემონტაჟის მოთხოვნით აღსრულების ეროვნულ ბიუროს მივმართავთ.
რაც შეეხება სახელმწიფო მიწების კონტროლს…
დედაქალაქში სახელმწიფო მიწებზე დაწესებულია ეფექტური კონტროლი. არის შემთხვევები, როცა ხდება სახელმწიფო მიწის მიტაცება. 2019 წლიდან თბილისის მერიის ინიციატივით გამკაცრდა სამშენებლო საქმიანობის კონტროლი. მშენებლობის შეჩერების დაუმორჩილებლობაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ფინანსური სანქციებიც. მეორად დაუმორჩილებლობაზე იწყება პროკურატურის მოკვლევა სისხლის სამართლის ნაწილში.