როდესაც ცნობილ ადამიანებზე ფიქრობთ, იშვიათად წარმოიდგენთ მათ ჩვეულებრივ ცხოვრებაში, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დღეს ისინი რიგითი ადამიანების მსგავსად იწყებენ დილის რიტუალებით, რომლებიც ხშირად მთელი დღის წარმატების გარანტია. ამ რიტუალის მთავარი ნაწილი კი სწორი საუზმეა.
გთავაზობთ ცნობილი მილიარდერების საყვარელ საკვებს, რომლებსაც ისინი დღის პირველ ნახევარში იღებენ.
ამანსიო ორტეგა – Zara–ს დამფუძნებელი
ევროპის უმდიდრესი ბიზნესმენი, ხოლო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფი ორტეგა დილას საყვარელ და საკმაოდ მოძველებულ კაფეში იწყებს, სადაც მეგობრებთან ერთად ცხელ შოკოლადსა და ფუნჩულას მიირთმევს.
ჯეკ დორსი – Twitter-ის გენერალური დირექტორი
ტრადიციულად, დორსი დღეს ორი მოხარშული კვერცხით იწყებს. ასევე, რაციონიდან მას მთლიანად ამოღებული აქვს მარილი.
რიჩარდ ბრენსონი – Virgin-ის დამფუძნებელი
ხშირად, ბრენსონი დილით ეგზოტიკურ ხილს მიირთმევს. ამას გარდა, უკვე წლებია, ის დღეს შვრიის ფაფითა და ვაშლით იწყებს.
ბილ გეითსი – Microsoft-ის დამფუძნებელი
როგორც ჭეშმარიტი ამერიკელი, გეითსი ფასტ-ფუდით იკვებება და მას „კოკა-კოლას“ ატანს. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ჭკვიანურად ფულის ხარჯვა ისეთივე რთულია, როგორც მისი შოვნა.
მარკ ცუკერბერგი – Facebook-ის დამფუძნებელი
მარკს საუზმის ტრადიცია არ აქვს. ხშირად, ის იმას მიირთმევს, რაც ხელში მოხვდება. ზოგადად, ხნობილია ცუკერბერგის საკვებისადმი უპრეტენზიობის შესახებ: ის ხშირად დაუნახავთ წინა დღის პიცის ნაჭრით ან საეჭვო ვიზუალის მქონე ბურგერთან ერთად.
ლილიან ბეტანკური – L’Oreal-ის პრზიდენტი
ბეკანტური ერთადერთი მილიარდერი ქალბატონია. მას ევროპული კულინარიის კლასიკა უყვარს – საქონლის ცივი ხორცი და ჭიქა ღვინო. დესერტზე კი ის უპირატესობას ხილს ანიჭებს.