LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეცვალეს „კოკა-კოლა“ ქალებმა?

322

130 წლის მანძილზე „კოკა-კოლა“ მოდასთან და კულტურასთან ერთად იცვლებოდა – სტიმული კი ქალის მოთხოვნები და კაპრიზები იყო. ამ ყველაფრის გარეშე, სასმელი შესაძლოა საერთოდ არ ყოფილიყო.

არსებობს ლეგენდა, რომ სასმელის ავტორმა, ჯონ პემბერტონმა საიდუმლო რეცეპტი ფერმერისგან 250 დოლარად იყიდა. ამის შემდეგ აფთიაქში მომუშავეს, სადაც უჩვეულო კოქტეილი იყიდებოდა, დაეზარა წყალზე წასვლა და არსებული სითხე სოდაში გააზავა. სრულიად მამაკაცური სიზარმაცის შედეგად შეიქმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი.

რეალურად კი, ეს ისტორი ცოტა განსხვავებულია: ჯონ პემბერტონი, პროფესიონალი ფარმაცევტი მუდმივილ ტკივილებს მორფის საშუალებით ებრძოდა, თუმცა გადაწყვიტა, რამე ალტერნატივა ეპოვა. სწორედ იმ მომენტში მისი და Vin Tonique Mariani-ს გზები გადაიკვეთა. პოპულარული ტონიკი ევროპაში 1863 წელს გამოჩნდა და თავის ღავში ღვინისა და კოკას ექსტრაქტს მოიცავდა.

5f1d4c81682b79d74c0d741050f3e000182780c5

მე-19 საუკუნის ბოლოს კი ამ საეჭვო კოქტეილის ნამდვილი ბუმი დაიწყო. მიიჩნევდნენ, რომ ის ხსნის დაღლილობას და ნერვიულ აშლილობასა და ქალის ისტერიკებს შველის. ცნობილ სახეებს შორის, სასმელს ემილ ზოლა, ჟიულ ვერნი და სარა ბერნარი უკეთებდნენ რეკლამას. Vin Tonique Mariani-ს ბევრი „ასლი“ გამოუჩნდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ჯონ პემბერტონი. გარდა ზემოთხსენებული მაჩვენებლებისა, მის სასმელს მორფისადმი მიზიდულობა უნდა მოეხსნა.

ლამაზი გოგო ყველაფერს ყიდის

„კოკა-კოლას“ წარმატება პროდუქტის უნიკალურობით იყო განპირობებული. თუმცა, მალევე, ბაზარზე უამრავი გაზიანი სასმელების მწარმოებელი კომპანია გამოჩნდა. რამდენჯერმე „კოკა-კოლა“ გაკოტრების ზღვარზეც კი იყო.

0109bb7f1ac644a9cedfe9dadff5cb94d1805d60

კომპანიამ აირჩია პრინციპი – „ლამაზი გოგო ყველაფერს ყიდის“, პირველი ცნობილი სახე კი, რომელიც მას რეკლამას უწევდა, ჰილდა კლარკი გახდა.

ბოთლის დიზაინი 1915 წელს შეიქმნა, თუმცა ეროტიულ კონტექსტს ის ვერ ასცდა: სილუეტში ქალის ფორმები იკვეთებოდა.

ემანსიპაცია

მე-20 საუკუნის დასაწყისში, „კოკა-კოლას“ მკაცრი მოთხოვნა იყო, რომ მის პლაკატებზე ლამაზი გოგონები ყოფილიყვნენ გამოსახულები. მეტი არაფერი. თუმცა, ქალები სულ იცვლებოდნენ. ნელ-ნელა კი სილამაზესთან ერთად, გაჩნდა თანამედროვეობის მოთხოვნაც.

aa26d96e2295a0cf26d2b580a15be3f1a16b6a6e

დიეტური რევოლუცია

ნელ-ნელა კი აშშ-ში სულ უფრო მოდაში შემოდიოდა ცხოვრების ჯანსაღი წესი. სუსტი სქესი კი ტკბილ და კალორიულ სასმელს სულ უფრო ერიდებოდა.

შესაბამისი ცვლილება მოხდა „კოკა-კოლაშიც“, იკლო მასში კალორიების რაოდენობამ და 1982 წელს, გაყიდვაში გამოვიდა Diet Coke. მთავარი განსხვავება ჩვეულებრივისგან მასში ნაკლები შაქრის შემცველობა და მეტი კოფეინი გახდა. ეს ვერსია მომხმარებლებმა დაიწუნეს და გამოვიდა კიდევ ერთი – ამჯერად კოფეინის გარეშე.

5668843f2f20768fa72ea2f13706e27f92be9b39

მოდური კოკა-კოლა

21-ე საუკუნეში კი დაიწყო ნამდვილი ფეშენ-ბუმი. 2008 წელს, პატრისია ფილდმა, რომელიც ცნობილი იყო, როგორც სტილისტი ფილმებისთვის „ეშმაკი ატარებს Prada-ს“ და „სექსი დიდ ქალაქში“, სხვა თვალით შეხედა დიეტურ „კოკა-კოლას“. დიზაინერმა რობერტო კავალიმ იმავე წელს სასმელის „აფრიკული ტანსაცმელი“ შექმნა.

თუმცა ერთი წლის შემდეგ, მილანის მაღალი მოდის კვირეულში ერთდროულად რვა დიზაინერმა კოკა-კოლას ბოთლის თემაზე კოლექციები წარმოადგინა, ესენი იყვნენ: დონატელა ვერსაჩე, ვერონიკა ეტრო, ალბერტა ფერეტი და ა.შ.

მოგვიანებით ბოთლი კარლ ლაგერფილდმა გააფორმა. სხვადასხვა დროს კი მასზე მომღერალმა მიკამ, ჯგუფმა Daft Punk და სხვა ცნობილმა სახეებმა იმუშავეს. ამ თანამშრომლობებმა კი იმდენად დადებითად იმოქმედა ბრენდზე, რომ 2012 წელს მისი არტ-დირექტორი ჟან-პოლ გოტიე, ერთ წელიწადში კი მარკ ჯეიკობსი გახდა.

ასეთი მარკეტინგული სვლების შედეგად კი უკვე 130 წელია „კოკა-კოლას“ დალევა მოდურია. ბრენდი კი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები