LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეიცვალა სურსათზე გლობალური ფასები იანვარში – უახლესი მონაცემები

sursati

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – იანვრის თვეში მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა და 164.8 ერთეული შეადგინა. აღნიშნული 2018 წლის ბოლო თვის მაჩვენებელთან შედარებით 1.8% მეტია, თუმცა,  იმავე წლის იანვრის თვესთან შედარებით 2.2%-თ ნაკლები.

FAO-ს ინფორმაციით, მიუხედავად მსოფლიოში გაზრდილი სამომხმარებლო მოთხოვნისა და მიწოდების ნაკლებობისა, იანვრის თვეში FAO-ს მარცვლეული კულტურების ფასები სტაბილურობით გამოირჩეოდა და საშუალოდ 168.1 ერთეულს მიაღწია.

„დეკემბრის მსგავსად, იანვარშიც შენარჩუნდა მცენარეული ზეთზე ფასის ზრდის ტენდენცია – ნამატმა 4.3% შეადგინა. აღნიშნულის მთავარ მიზეზს, პალმის ზეთის მწარმოებელ ქვეყნებში პროდუცქიის წარმოების ოდენობის სეზონური კლება წარმოადგენდა. მსგავსი ტენდენციით ხასიათდებოდა სოიოს ზეთის ფასიც, რაც მეტწილად ექსპორტზე მოთხოვნის ზრდით იყო გამოწვეული.

იანვარში გაზრდილია სასურსათო კალათის კიდევ ერთი პროდუქტის – რძის საერთაშორისო ფასიც – ზრდამ 7.2% შეადგინა. მატების მთავარი მიზეზი, პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნა (ძირითადად ევროპაში) და თავად პროდუქტის სიმცირეა, რაც რძის სეზონურობასთანაა დაკავშირებული.

დეკემბრის თვიდან თითქმის არ შეცვლილა, FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი. მაშინ, როცა ღორის, საქონლისა და ქათმის ხორცის ფასები უცვლელი დარჩა, მნიშვნელოვნადაა შემცირებული ცხვრის ხორცის ფასი, რაც ოკეანიის ქვეყნებიდან გაზრდილი მოწოდებით იყო ნაკარნახევი.

რაც შეეხება შაქარს, შაქრის ყველაზე მსხვილი მწარმოებლი ქვეყნის, ბრაზილიის, ვალუტის გამყარებამ დოლართან მიმართებით, იანვრის თვეში, FAO-ს გლობალური შაქრის ფასის 1.3%-ით გაზრდა გამოიწვია“, – ნათქვამია FAO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g