LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ შეიძლება ასე არ გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ ზღვარს ვერ ავლებდე საქვეყნოსა და პირად ინტერესებს შორის“ – გია ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე

211
გია ცაგარეიშვილი

„ძალიან კარგად ჩანს, რომ ოპოზიციაში დიდ იმედგაცრუებას განიცდიან. დარწმუნებულები იყვნენ, რომ ევროკომისია კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემდა. ახლა პირიქით ხდება ყველაფერი. როგორ შეიძლება ასე არ გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ ვერ არჩევდე და ზღვარს ვერ ავლებდე საქვეყნოსა და პირად ინტერესებს შორის“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ცაგარეიშვილმა.

უმრავლესობის წევრი გადაცემაში „დღის თემა“ ამბობს, რომ ოპოზიცია ახლა ცდილობს ხელისუფლების მიღწევები გააბათილოს. გია ცაგარეიშვილმა პირდაპირ ეთერში ხათუნა სამნიძის განცხადებაც შეაფასა, რომლის თანახმადაც  ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს.

„ეტყობა სადღაც მოთმინების ძაფი გაწყდა ამ ადამიანებისთვის, რომლებიც აქამდე ხმას არ იღებდნენ, ესეც საეჭვოდ მეჩვენება. ახლა თურმე მოახსენეს სამნიძეს, რომ ვიღაცები დადიან და ჩვენ ევროპერსპექტივას ხელს უშლიან. უბრალოდ ის ადამიანები ევროპაში, სავარაუდოდ ჩვენი ვაიპატრიოტების გულშემატკივრები და ასეთები მოგვეპოვება ევროპარლამენტში, მიხვდნენ რომ ამ ძალისხმევასაც აზრი აღარ აქვს და რომ ჩვენ მივიღებთ დამსახურებულ სტატუსს. როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა ისე ევროპას სჭირდება საქართველო“ – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „დღის თემა“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g