ტელეწამყვანი ნინო ბარათაშვილი, რომელსაც ქართველი მაყურებელი იცნობს, როგორც შაინინას, ახლა ნინო მიშელია. მან სიყვარული აშშ-ში იპოვა და დაოჯახდა. როგორც ნინო ჟურნალ „თბილისელებთან“ ჰყვება, ის ამერიკელმა მამაკაცმა მცირე ხნით სახლში შეიფარა, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდა, ნელ-ნელა კი მათ შორის სიმპათია ჩამოყალიბდა და სიყვარულში გადაიზარდა. წყვილი უკვე დაქორწინებულია: „რეალურად, ორი წელი დაკვირვების რეჟიმში ვიყავი. ის აკვირდებოდა, როგორი კარგი ან ცუდი გოგო ვიყავი. კაცებს და მით უმეტეს, მის ასაკში, ნაკლებად უყვართ საუბარი, მისი ქცევა ყველაფერზე მეტყველებს. მითხრა, შენ ჩემზე 31 მარტს კი არ იქორწინე, ორი წლით ადრე, 13 მარტს შემოაღე ამ სახლის კარი, უკვე ცოლი იყავი, ნდობით აღჭურვილი პირი და მე ასე მარტივად კარს არავის ვუღებო…“