LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეხვდნენ აღდგომას ოფიციალური პირები

568
დდდ

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში ღამისთევის მსახურება შესრულდა.

პრემიერი, პრეზიდენტი და დედაქალაქის მერი აღდგომას სამების საკათედრო ტაძარში შეხვდნენ.

წირვის შემდეგ მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ მიულოცა მოსახლეობას აღდგომა და მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლესაც გამოეხმაურა.

„ყველა ქრისტიანს, ყველა მართლმადიდებელს, ჩვენი სამშობლოს ყველა მოქალაქეს მინდა, მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ვუსურვო სიყვარული, ბედნიერება ურთიერთთანაგრძნობა და ყველაფერი საუკეთესო.

დღე პატრიარქმა თავის ეპისტოლეში კიდევ ერთხელ ყურადღება გაამახვილა სამშობლოს სიყვარულზე, ურთიერთშენდობაზე, პატრიოტიზმზე, ყველაფერზე იმაზე, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ქართველ ერს.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ხვდებიან ამ დღეასასწაულს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ

სრულიად საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა თბილისის მერმა. კახა კალაძემ მართლმადიდებლებს სიყვარული და სიკეთე უსურვა. კალაძემ ბრწყინვალე აღდგომა ქართველ ემიგრანტებსაც მიულოცა.

„მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, მინდა მივულოცო ჩვენს თანამემამულეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ყველაზე მეტად, რაც მინდა ვისურვო არის ის, რომ ყველი დილა, ყოველი დღე, რომელიც გვითენდება, იყოს გაჯერებული სიყვარულით, სიხარულით, სიკეთით და რაც მთავარია რწმენით, რომ ყველაფერი კარგად იქნება,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

მართლმადიდებლებს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა.

 „ქრისტე აღდგა. მინდა, რომ სრულიად საქართველოს, თითოეულ ოჯახს მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული, სიხარული, ბედნიერება ვუსურვო, ისეთი, როგორიც იყო დღეს ამ ტაძარში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი აღდგომის დღესასწაულს სენაკში, ზემო თეკლათის ღვთისმშობლის შობის მონასტერში ოჯახთან ერთად შეხვდა.

გიორგი გახარიამ მართლმადიდებელ მრევლს ბრწყინვალე დღესასწაული მონასტრიდან მიულოცა. ვიცე-პრემიერმა მრევლთან ერთად მონასტერში საზეიმო ლიტანიობაში მიიღო მონაწილეობა.

თავდაცვის მინისტრი სააღდგომო ლიტურგიას მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში დაესწრო. ლევან იზორიამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ტაძარში შეკრებილ მრევლს, სრულიად საქართველოს, ქართულ ჯარს მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები