ოჰაიოში, 6 წლის ჯონ ოლივერ ზიპი უმძიმეს დაავადებას, ლეიკემიას 3 წლის განმავლობაში ებრძოდა. მან ბოლო ქიმიოთერაპიის კურსი შობიდან მესამე დღეს ჩაიტარა და როდესაც წმინდა ელენეს კათოლიკურ სკოლაში მკურნალობის შემდეგ დაბრუნდა, მასწავლებლები და კლასელები ოვაციებით შეხვდნენ.
ოლივერს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია ანუ სისხლის თეთრი უჯრედების კიბოს დიაგნოზი 2016 წელს დაუდგინდა. მაშინ ოლივერი მხოლოდ სამი წლის იყო. როგორც ბიჭის მამა ჯონ ზიპი ამბობს, ოლივერისთვის ამ დროის განმავლობაში ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლებოდა, მუდმივად იკეთებდა ქიმიას და ხშირად უწევდა საავადმყოფოში ყოფნა, ამიტომ თანატოლებთან ერთად თამაშს ვერ ახერხებდა, ახლა კი მას ამის შანსი მიეცა.